"ნაპოლის" ისტორიის გამდიდრება კვლავ შეუძლია - ოსიმენი და კვარაცხელია შედეგების განმტკიცებისთვის!..

"ნაპოლის" ისტორიის გამდიდრება კვლავ შეუძლია - ოსიმენი და კვარაცხელია შედეგების განმტკიცებისთვის!..

"ინტერთან" კარგი მატჩის (3:1) შემდეგ "ნაპოლი" აპირებს, ბოლოსწინა ტურშიც გაიმარჯვოს და სარის გაწვრთნილი გუნდის 2017 წლის ქულების მონაგარს აჯობოს. ერთ დროს მშვენიერი ფეხბურთელის, ტიაგო მოტას "ბოლონიას" ლუჩანო სპალეტის გუნდი კვირას, 28 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე ესტუმრება.

Sportall.Ge

ნეაპოლელებს გასვლით მატჩებზე მოპოვებული ქულების რეკორდის დამყარებაც შეუძლიათ - 14 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება - ასეთია ახლანდელი მონაცემი, რაც 44 ქულაა, აქამდე ამ მაჩვენებლით საუკეთესო კი 46 ქულით "მილანია." 33-წლიანი ლოდინის შემდეგ იტალიის ჩემპიონებს ისტორიაში კიდევ ერთი ფურცლის ჩაწერა შეუძლიათ.

სპალეტის მხრიდან

შემადგენლობაში ცვლილებებს ველით - კვლავ მეკარე გოლინის, ნდომბელესა და რასპადორის. ეს გუნდები ერთმანეთს 148-ედ დაუპირისპირდებიან და "ნაპოლიმ" 60 გამარჯვება იზეიმა. სერია "ა"-ს ახალი ტრიუმფატორები ბოლოს აქ 2019 წელს, აწგარდაცვლილი სინიშა მიხაილოვიჩის გუნდთან (2:3) დამარცხდნენ. დღევანდელი შემადგენლობიდან იქ მხოლოდ ზელინსკი და გაეტანო თამაშობდნენ. რაც შეეხება პირველი წრის დაპირისპირებას - 16 ოქტომბერს "ნაპოლიმ" (3:2) მოიგო, გამარჯვების გოლი კი ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი პასით გაიტანა.

Sportall.Ge

შეგახსენეთ, ვიქტორ ოსიმენი 23 გოლით ბომბარდირობასთანაა ახლოს, ხვიჩა კვარაცხელია კი 10 საგოლე პასით - საუკეთესო "ასისტენტობასთან" (12 გოლთან ერთად). ისინი ამ პოზიციების განმტკიცებას ეცდებიან!..

შეხვედრას მატეო მარჩერანო განსჯის, რომელიც "ნაპოლი" - "ინტერის" (3:1) დაპირისპირებაში მე-4 სათადარიგო მსაჯი იყო. მას ასეთივე ფუნქცია ნეაპოლელების "ვერონასთან" (0:0) შეხვედრაში ჰქონდა, "სალერნიტანასთან" (1:1) საჩემპიონო ზეიმის გადადების გამომწვევ მატჩში კი მთავარი არბიტრი გახლდათ.