"ტყუილად აპელირებენ რაღაც ჰუმანიტარულ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე. ეს საკითხი არ დგას და არ იდგა, თუ არა კრემლის მანიპულაცია!" - პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

"ტყუილად აპელირებენ რაღაც ჰუმანიტარულ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე. ეს საკითხი არ დგას და არ იდგა, თუ არა კრემლის მანიპულაცია!" - პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის მოხ­სნა­სა და პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კა­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"თუ ესო­დენ გვა­ინ­ტე­რე­სებს ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის ბედი, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ ვე­რაფ­რით მი­ვაღ­წიე შე­დეგს იუს­ტი­ცი­ას­თან ოთხწ­ლი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით, ანუ იმას, რომ გა­მარ­ტივ­დეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა, რათა ხე­ლოვ­ნუ­რად, გა­უ­გე­ბა­რი ტეს­ტე­ბით არ ვარ­თუ­ლებ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნას ან მი­ნი­ჭე­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს სა­კი­თხი ბევ­რად მტკივ­ნე­უ­ლია და აქ­ტუ­ა­ლუ­რი რუ­სეთ­ში (და არა მხო­ლოდ რუ­სეთ­ში) მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის, მით უმე­ტეს, დღე­ვან­დელ დღეს, როცა ბევ­რს სა­მუ­და­მო დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი გა­უღ­ვივ­და.

რაც ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის ვი­თომ­ცდა სირ­თუ­ლე­ებს, გა­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სე­თი­დან უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­მო­დი­ან მინ­სკის, ერევ­ნის, ბა­ქოს და თურ­ქე­თის გავ­ლით, ან კი­დევ ლარ­სის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თით. ვი­ზის პრობ­ლე­მა ხომ არ ჰქო­ნი­ათ! 700 000 -ზე მეტი შე­მო­სუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე (მათ შო­რის, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის) და 600 000 გა­სუ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან, იმას მა­ინც ადას­ტუ­რებს, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბა მარ­ტი­ვია.

  • მა­შა­სა­და­მე, ტყუ­ი­ლად აპე­ლი­რე­ბენ რა­ღაც ჰუ­მა­ნი­ტა­რულ, ფსევ­დო­პატ­რი­ო­ტულ გრძნო­ბებ­ზე. ეს სა­კი­თხი არ დგას და არ იდგა, თუ არა კრემ­ლის მა­ნი­პუ­ლა­ცია! სა­ინ­ტე­რე­სოა რა­ტომ? ვინც ამ თე­მით აპე­ლი­რებს და სტკი­ვა რუ­სეთ­ში მყო­ფი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ბედი, იმავდრო­უ­ლად, ნუთუ არ ადარ­დებს ასე­ვე ამე­რი­კა­ში, ან ევ­რო­პა­ში მცხოვ­რებ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ბედი, რომ­ლე­ბიც პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბით ვერ სარ­გებ­ლო­ბენ და მა­თაც უჭირთ სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლა.

იმა­ზეც ხომ არ უნდა ვფიქ­რობ­დეთ, რომ უკვე სამი წე­ლია, არ შე­უძ­ლი­ათ ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ჰე­რე­თი­დან ჩა­მოს­ვლა, რად­გა­ნაც კო­ვი­დის შემ­დეგ ჩა­კე­ტი­ლი ლა­გო­დეხ - ბე­ლა­ქა­ნის სა­ზღვა­რი აღარც გახ­სნი­ლა. (ადა­მი­ა­ნებ­მა გრძე­ლი გზა უნდა გა­ი­ა­რონ ბა­ქომ­დე და იქი­დან გად­მოფ­რინ­დნენ, რაც პრაქ­ტი­კუ­ლად მათი უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აღე­მა­ტე­ბა).უნდა ვიზ­რუ­ნოთ უცხო­ეთ­ში მყოფ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა, თუ ყო­ფილ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, ეს უნდა იყოს ჩვენ­ნა­ი­რი სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი და დი­ას­პო­რის მი­მართ კომ­პლექ­სუ­რი სტრა­ტე­გია და არა კრემ­ლის მიერ შერ­ჩე­ულ დროს და დაკ­ვე­თილ მუ­სი­კა­ზე ცეკ­ვა!" - წერს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.