"ჩელსის" ონანას შეძენა უნდა, თუმცა მამარდაშვილის ტრანსფერი უფრო რეალურია

"ჩელსის" ონანას შეძენა უნდა, თუმცა მამარდაშვილის ტრანსფერი უფრო რეალურია

მეკარე ედუარდ მენდი "ჩელსის" დატოვებს და კლუბი მის შემცვლელს ეძებს, - იტყობინება Evening Standard-ის ჟურნალისტი ნიზაარ კინსელა.

პრიორიტეტული ანდრე ონანას კანდიდატურაა, თუმცა "ინტერი" მინიმუმ 50 მილიონ ფუნტს მოითხოვს და თანაც, კამერუნელის შეძენის სურვილი "მანჩესტერსაც" აქვს.

ალტერნატივად გიორგი მამარდაშვილის (ვალენსია), გრეგორ კობელის (დორტმუნდი) და დავიდ რაიას (ბრენტფორდი) ვარიანტები განიხილება და თუ "ჩელსიმ" ონანას გადაბირება ვერ მოახერხა, ქართველი უპირველესი სამიზნე გახდება.

რაც შეეხება მაიკ მენიოს, "მილანმა" 80 მილიონი მოითხოვა და ტრანსფერი არ შედგება. ასე რომ, მამარდაშვილის ვარიანტი უფრო რეალურად მოჩანს, მაგრამ ისიც

ცხადია, "ვალენსია" იაფად ვერ შეელევა.