სერია ა-ს სატრანსფერო რეკორდი - რას ამზადებს "ლივერპული" კვარასთვის

სერია ა-ს სატრანსფერო რეკორდი - რას ამზადებს "ლივერპული" კვარასთვის

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ამ დრომდე არაერთ ევროპულ გრანდთან დააკავშირეს.

ხვიჩას სახელმა "ლივეპულთან" მიმართებაშიც გაიჟღერა და ამ საკითხზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

გამოცემა "Fichajes"-ს ცნობით, საზფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მერსესაიდელებმა კვარას სანაცვლოდ, შესაძლოა, 130 მილიონი ევრო გადაიხადონ.

აღსანიშნავია, რომ თუ ეს ასე მოხდა, ქართველი თავდამსხმელი ისტორიაში სერია ა-დან ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩამ მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" რიგებში ჩატარებულ 33 მატჩში თავი 14 გოლთა და ამავე რაოდენობის საგოლე პასით გამოიჩინა.