✊ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო საქართველო ???????? 2:0 ???????? გიბრალტარი ⚽️ გოლები: ო. მამაგეიშვილი, გორდეზიანი

Public BroadcasterToggle navigation LIVE FB LIVE საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლი გიბრალტართან მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT 21:55, 06.09.2023 საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ქუთაისში გიბრალტარს დაუპირისპირდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მოგებით დაიწყო – 2:0. რამაზ სვანაძის გუნდი პირველივე წუთებიდან დიდ უპირატესობას ფლობდა და მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა – საბა ხვადაგიანის გადაცემით, თავი ოთარ მამაგეიშვილმა გამოიჩინა, ექვს წუთში კი ზურაბ რუხაძის პასით, ოფიციალურ შეხვედრაში პირველად გაიტანა ვასილიოს გორდეზიანმა – საბერძნეთის პაოკ-ის აღზრდილმა ქართველმა თავდამსხმელმა. ტაიმი კი საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის შეხვედრაში, 12 სექტემბერს, კიშინეუში, მოლდოვას დაუპირისპირდება. საქართველო-გიბრალტარი 2:0 გოლები: 1:0 ო. მამაგეიშვილი (10.ხვადაგიანის პასით), 2:0 გორდეზიანი (17. რუხაძის პასით) საქართველო: მაქაცარია – მაისურაძე, ხვადაგიანი, გოგლიჩიძე, რუხაძე – ლომინაძე (71. მორჩილაძე) – ოდიშარია (72. ოგბაიძე), სიგუა (46. ცხოვრებაშვილი), ო. მამაგეიშვილი, კვერნაძე (86. აბუაშვილი) – გორდეზიანი (74. იობაშვილი). სათადარგოები: ხარატიშვილი – ლაცაბიძე, მამაცაშვილი, ოსიყმაშვილი. გიბრალტარი: აველინი, ჯონსი (46. დუაჰი), მაკლაფერტი, კარინგტონი, რაში, დე ჰარო, რიჩარდსი, სტევენსი (85. მაკგრალი), კლინტონი (77. კაეტანო), ჯესოპი (46. სკანლონი), ბორგე (61. დელ რიო). სათადარიგოები: ვიქტორი – აზოპარდი, სალაჰი, მაურო. არბიტრი: დანიარ სახი (ყაზახეთი).

✊ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო   საქართველო ???????? 2:0 ???????? გიბრალტარი  ⚽️ გოლები: ო. მამაგეიშვილი, გორდეზიანი