"დე ლაურენტისს ყველაზე მეტად ხვიჩას ფასი აინტერესებს, ამიტომ..." - იტალიური გამოცემა კვარას შესახებ წერს

"დე ლაურენტისს ყველაზე მეტად ხვიჩას ფასი აინტერესებს, ამიტომ..." - იტალიური გამოცემა კვარას შესახებ წერს

"ნაპოლის" ერთ-ერთი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ იტალიური მედიის ყურადღების ცენტრშია. Il Mattino-ს ცნობით, "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველის სანაცვლოდ ზაფხულში ყველა წინადადებას მოისმენს.

72 წლის კინოპროდიუსერი "კვარას" გაყიდვას არ გეგმავს, თუმცა აინტერესებს რა იქნება მისი სატრანსფერო ფასი სამომავლოდ. გამოცემის ინფორმაციით, "ნაპოლი" სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში ვიქტორ ოსიმენსა და კიმ მინ-ჯეს გაასხვისებს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 36 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 14 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt