რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერთან მატჩში

რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერთან მატჩში

სერია A-ს 36-ე ტურში "ნაპოლიმ" "ინტერს" უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 83 წუთი გაატარა, ქართველი მატეო პოლიტანომ შეცვალა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 7.3 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 7.8 ქულა დაუწერა, ორივე პორტალის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ნაპოლის" კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო გახდა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 41 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.