Ballon d'Or 2023 Power Rankings. კვარაცხელია რეიტინგში დაქვეითდა

Ballon d'Or 2023 Power Rankings. კვარაცხელია რეიტინგში დაქვეითდა
goal.com-მა, ბოლო თვის მონაცემების მიხედვით, "ოქროს ბურთი 2023"-ის საკუთარი რეიტინგული ვერსია განაახლა. "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მერვედან მეცამეტე ადგილზე დაქვეითდა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ყველა ტურნირზე ბოლო 14 მატჩში საგოლე მოქმედებებით თავი არ გამოუჩენია. კვარაცხელია საუკეთესო, მეექვსე პოზიციაზე მარტში იმყოფებოდა.

"ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ტოპ-ათეული:

1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
3. კილიან მბაპე (პსჟ)
4. ვინისიუსი (რეალი)
5. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
6. ილკაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი)
7. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
8. როდრი (მანჩესტერ სიტი)
9. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
10. ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი)