გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, თუმცა თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, არ არის დაშვებული - გომელაური შოვზე

გომელაური მთავარი

გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, თუმცა თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, არ არის დაშვებული - გომელაური შოვზე
mtavari.tv

ვერტმფრენები ჩამოვიდა დაახლოებით სამ საათში, ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა რომ დაჯდე და უცებ გავარდე, მას მომზადება სჭირდება - აცხადებს სტიქიის ზონაში, მე-11 დღეს ჩასული შს მინისტრი და ამბობს, რომ 3 აგვისტოს პილოტებს ხელი ცუდმა ამინდმა შეუშალა:

"ამინდი იყო ძალიან ცუდი თითქმის 2 საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყო ხეობაში, მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს, 70 ადამიანი გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას." თქვა გომელაურმა.

მისივე თქმით, ღამის ფრენის საშუელებები არსებობს, თუმცა მთა-გორიან რელიეფზე, ღამის საათებში მათი მუშაობა სახიფათოა:

"ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი და თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ გარისკოს პილოტებმაც, არ არის დაშვებული" განაცხადა გომელაურმა.