"უცნაურად ჩანს სისხლიანი რეჟიმის ამ ჟესტის მიღება... პუტინს რომ სურდეს, აჩვენოს, რომ ზრუნავს საქართველოზე, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან" - კელი დეგნანი

"უცნაურად ჩანს სისხლიანი რეჟიმის ამ ჟესტის მიღება... პუტინს რომ სურდეს, აჩვენოს, რომ ზრუნავს საქართველოზე, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან" - კელი დეგნანი

ვფიქ­რობ, ბა­ტონ პუ­ტინს რომ სურ­დეს, აჩ­ვე­ნოს, რომ ზრუ­ნავს სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ის გა­იყ­ვან­და რუ­სე­თის ჯა­რებს აფხა­ზე­თი­დან და ცხინ­ვა­ლი­დან და შე­ას­რუ­ლებ­და 2008 ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბით ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, გა­უქ­მებ­და რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის აღი­ა­რე­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგ­ნან­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ვერ გა­ა­კე­თებს კო­მენ­ტარს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმოქ­მე­დებს თუ არა ეს სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე.

"ეს აჩენს კი­თხვას, რა­ტომ აკე­თებს პუ­ტი­ნი ამას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ახლა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ვის სჯე­რა, რომ ის ზრუ­ნავს ქარ­თვე­ლი მგზავ­რე­ბის კომ­ფორტზე. ჩვენ ვნა­ხეთ, რომ ზოგ­ჯერ პუ­ტი­ნი იყე­ნებს ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­ბის ყოფ­ნას ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­რე­ვის­თვის. ვფიქ­რობ, უკვე ბევ­რი ქარ­თვე­ლია შეშ­ფო­თე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ასო­ბით ათა­სი რუ­სის ყოფ­ნით, რომ­ლე­ბიც გა­სულ წელს ჩა­მო­ვიდ­ნენ. ახლა ჩვენ გვეს­მის რუ­სე­თის ტუ­რიზ­მის სა­ა­გენ­ტოს­გან, რომ შე­საძ­ლოა, კი­დევ მი­ლი­ო­ნი ჩა­მო­ვი­დეს პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის გახ­სნის შე­დე­გად. ვფიქ­რობ, ბა­ტონ პუ­ტინს რომ სურ­დეს, აჩ­ვე­ნოს, რომ ზრუ­ნავს სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ის გა­იყ­ვან­და რუ­სე­თის ჯა­რებს აფხა­ზე­თი­დან და ცხინ­ვა­ლი­დან და შე­ას­რუ­ლებ­და 2008 ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბით ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, გა­უქ­მებ­და რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის აღი­ა­რე­ბას. ეს იქ­ნე­ბო­და ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლე­ბი და­ა­ფა­სებ­დნენ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც 2008 წელს შე­მო­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც 1989 წელს სცა­და და­ენგრია სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, სცა­დეს ქარ­თუ­ლი ენის ჩახ­შო­ბა 1978 წელს და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­რა­ცხყოფ­დნენ ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ებს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც თავს ეს­ხმის უკ­რა­ი­ნას, ისე­ვე რო­გორც თავს და­ეს­ხა სა­ქარ­თვე­ლოს 15 წლის წინ. თავს ეს­ხმის სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებს, სკო­ლებს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, ბავ­შვებს ოჯა­ხებს აშო­რებს. უც­ნა­უ­რად ჩანს სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მის ამ ჟეს­ტის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც იმას უკე­თებს ახლა უკ­რა­ი­ნას, რაც სა­ქარ­თვე­ლოს 15 წლის წინ გა­უ­კე­თა“, – გა­ნა­ცხა­და დეგ­ნან­მა.

რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა.ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.