საქართველოს გამარჯვებას UEFA გამოეხმაურა

საქართველოს გამარჯვებას UEFA გამოეხმაურა
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოქმედი ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების (2:0) შემდეგ ქართველების კარგ თამაშს UEFA გამოეხმაურა.

"საქართველომ თავისთვის სადებიუტო შეხვედრაში 24 425 გულშემატკივრის წინაში პორტუგალია დაამარცხა, ეს შოკი იყო. 3-გზის ფინალისტები მთელი თამაშის მოედანზე პოზიციურ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გაგუამ წიტაიშვილის გადაცემა მშვენივრად დაამუშავა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. იმავე წიტაიშვილმა ტაიმის მიწურულს საზონოვს კუთხურიდან ჩაუწოდა და საბამ სხვაობა ორბურთიანი გახადა.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიისთვის ბოლო 11 შეხვედრაში პირველი მოწინააღმდეგე გახდა, რომელთანაც გოლის გატანა ვერ მოახერხა".

შეგახსენებთ, საქართველო ჯგუფს 3 ქულით ლიდერობს, ნიდერლანდებმა
და ბელგიამ ერთმანეთთან ფრე (0:0) ითამაშეს. ქართველი ახალგაზრდები მომდევნო შეხვედრას 24 ივნისს, ბელგიასთან გამართავენ.