"სირცხვილია, უფასოდ წავიდა..." - "რუბინის" ყოფილი გენერალური დირექტორი კვარაცხელიაზე

"სირცხვილია, უფასოდ წავიდა..." - "რუბინის" ყოფილი გენერალური დირექტორი კვარაცხელიაზე

"რუბინის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიასა და სხვა ლეგიონერების წასვლ გაიხსენა.

ის წუხს, რომ ყაზანელებმა მათ სანაცვლოდ პრაქტიკულად ვერაფერი მიიღეს, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ ფიფამ და უეფამ რუსეთი თავიანთი ტურნირებიდან მოკვეთეს, ლეგიონერებს კი კონტრაქტების გაწყვეტის საშუალება მისცეს:

"სირცხვილია, რომ ხვიჩა უფასოდ წავიდა. ამავეს ვიტყვი დრეიერსა და ხაკშაბანოვიჩზე. ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავდა და მათ სანაცვლოდ პრაქტიკულად არაფერი მიგვიღია, მაგრამ ხვიჩა ამის ყველაზე ნათელი მაგალითია.

დარწმუნებული ვიყავი, რომ დიდ გუნდში ითამაშებდა და მის გამო

ძალიან ბედნიერი ვარ", - უთხრა საიმანოვმა Sport24-ს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლიმ" ბათუმის "დინამოს" ხვიჩას სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაუხადა, რა თანხა შეხვდა აქედან "რუბინს" - უცნობია.