კვარაცხელია მამარდაშვილს ექომაგება - მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ

კვარაცხელია მამარდაშვილს ექომაგება - მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გიორგი მამარდაშვილისა და ვინისიუსის ეპიზოდს ეხმაურება, რომელიც "ვალენსიასა" და მადრიდის "რეალის" (1:0) დაპირისპირებისას მოხდა და ამას გაგრძელება მოჰყვა:

Sportall.Ge

"მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივარ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ თუ იცის რას იზამს ის მეგობრისა და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, "ვინი" შენს გვერდით ვართ ყველა და ყველა

ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს."