საქართველოში მოსწავლეთა 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში - რა სახელდება ამის მიზეზად?

საქართველოში მოსწავლეთა 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში - რა სახელდება ამის მიზეზად?

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შვთა კე­თილ­დღე­ო­ბის 2022 წლის კვლე­ვის თა­ნახ­მად, ბავ­შვე­ბის 27% სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად იკ­ვე­ბე­ბა, ხოლო 35% არას­დროს.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის ბა­რი­ე­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შვებს შო­რი­საა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

"სას­კო­ლო პე­რი­ოდ­ში კვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა, რად­გან ბავ­შვე­ბის ერთ მე­ო­თხედ­ზე ოდ­ნავ მეტი (27%) სკო­ლა­ში საკ­ვებს ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს, ხოლო 35% სკო­ლის პე­რი­ოდ­ში არას­დროს იკ­ვე­ბე­ბა. საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის ბა­რი­ე­რე­ბი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შვებს შო­რის უფრო მე­ტა­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი (45%), ვიდ­რე ასე­თი და­ნაკ­ლი­სის არმ­ქო­ნე ბავ­შვებს შო­რის (28%). სკო­ლა­ში საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რი სკო­ლის სი­ახ­ლო­ვეს საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტის არარ­სე­ბო­ბაა (ეს მი­ზე­ზი და­სა­ხელ­და შემ­თხვე­ვე­ბის 36%-ში). ფი­ნან­სუ­რი ბა­რი­ე­რე­ბი ასე­ვე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­ნაკ­ლი­სის მქო­ნე ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­შია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც სას­კო­ლო სა­ა­თებ­ში სა­ერ­თოდ არ იკ­ვე­ბე­ბი­ან“, - წე­რია კვლე­ვა­ში.

გარ­და ამი­სა, კვლე­ვის თა­ნახ­მად, ძი­რი­თა­დად ფი­ნან­სუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, ბავ­შვე­ბის 12%-მა სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა ვერ მი­ი­ღო (სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ), ხოლო 5%-მა სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.

"ბავ­შვე­ბის 12%-მა სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა (სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ), ხოლო 5%-მა სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ვერ მი­ი­ღო. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ძი­რი­თა­დი ბა­რი­ე­რე­ბი ფი­ნან­სუ­რი იყო.

ბავ­შვე­ბის 62%-ის მშობ­ლებ­მა/ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბავ­შვე­ბის აღ­ზრდის მხო­ლოდ არა­ძა­ლა­დობ­რივ მე­თო­დებს იყე­ნე­ბენ. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აგ­რე­სია, რო­გო­რი­ცაა ყვი­რი­ლი და ბავ­შვის­თვის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი სა­ხე­ლე­ბის წო­დე­ბა ბავ­შვე­ბის 29%-ის შემ­თხვე­ვა­ში და­ფიქ­სირ­და, ხოლო ბავ­შვე­ბის 5% ფი­ზი­კურ დას­ჯას და­ექ­ვემ­დე­ბა­რა, რო­გო­რი­ცაა ცემა, სი­ლის გაწ­ნა, ყუ­რის აწე­ვა ან დარ­ტყმა. სას­ტი­კი ფი­ზი­კუ­რი დას­ჯა, მა­გა­ლი­თად - მთე­ლი ძა­ლით ცემა, ბავ­შვე­ბის 1%-ზე ნაკ­ლებს შე­ე­ხო“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კვლე­ვა­ში.