"პალიტრა მედია ჰოლდინგმა" ჯილდო გადმომცა, რომელსაც საკუთარ დაბადების დღეზე გასცემს ხოლმე" - რას წერს გიორგი კეკელიძე

"პალიტრა მედია ჰოლდინგმა" ჯილდო გადმომცა, რომელსაც საკუთარ დაბადების დღეზე გასცემს ხოლმე" - რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნელს, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გმა" წლის ჯილ­დო "პა­ლიტ­რას მე­გო­ბა­რი" გა­დას­ცა.

და­ჯი­ლო­დე­ბა 18 აპ­რილს, ჰოლ­დინ­გის და­ბა­დე­ბის დღეს გა­ი­მარ­თა. გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" მად­ლო­ბას უხ­დის და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"დღეს "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გმა" წლის ჯილ­დო გად­მომ­ცა, რო­მელ­საც სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე გას­ცემს ხოლ­მე ანუ 18 აპ­რილს. წლე­ულს ეს პა­ტი­ვი მხო­ლოდ მე მერ­გო, რის­თვი­საც, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა. გუ­შინ­წინ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ვერ მი­ვე­დი და ახლა წა­მო­ვი­ღე. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, პირ­ველ კურ­სზე რომ ვსწავ­ლობ­დი, ტრა­დი­ცი­ულ სამ­შა­ბა­თო­ბებ­ზე ლექ­სებს ვკი­თხუ­ლობ­დი. იქ შე­მამ­ჩნია ამ მე­დი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა, ლალი გუნ­თა­იშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ცო­ცხა­ლი აღარ არის. შე­მამ­ჩნია და შე­მომ­თა­ვა­ზა, "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში", ლი­ტე­რა­ტუ­რულ რუბ­რი­კა­ში დავ­ბეჭ­დო­თო. მცი­რე წი­ნა­სი­ტყვის­მაგ­ვა­რი გო­დერ­ძი ჩო­ხელ­მა და­წე­რა და ფო­ტოს­თვის და­მი­ბა­რეს - სპორ­ტის სა­სახ­ლის უკან, სა­დაც იყო მა­შინ­დე­ლი რე­დაქ­ცია. ამ სუ­რათ­ზე უკვე ორი წელი მქონ­და ნა­ფიქ­რი ანუ იმა­ზე, თუ რო­გო­რი უნდა თბი­ლის­ში ჩემი პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო ფოტო. ცხა­დია პალ­ტო უნდა მცმო­და და კი­დევ უფრო ცხა­დი - სა­ყე­ლო აწე­უ­ლი. უნდა ვმდგა­რი­ყა­ვი ოდ­ნავ შებ­რუ­ნე­ბით, შე­სამ­ჩნე­ვად ობი­ექ­ტივს მიღ­მა გაქ­ცე­უ­ლი. მოკ­ლედ, რა­ღაც შუ­ა­ლე­დუ­რი ვა­რი­ან­ტი სერ­გეი ესე­ნი­ნის და ერიკ კან­ტო­ნას მა­ნე­რულ სა­სუ­რა­თე დგო­მებს შო­რის. ეგ­რეც ჩა­ვა­ტა­რე. და­ი­ბეჭ­და. მას მერე ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. ლალი გუნ­თა­იშ­ვილს კი დიდი ღვაწ­ლი აქვს ჩემ­და­მი, სტუ­დენ­ტო­ბის პირ­ველ წლებ­ში, დიდ­წი­ლად სწო­რედ მისი მე­დია მბეჭ­დავ­და. თვე­ში ერთხელ მი­ბა­რებ­და ხოლ­მე და იმედს მაძ­ლევ­და, რომ ყო­ფით სირ­თუ­ლე­ებს, დიდი შრო­მით და სწავ­ლით, აუ­ცი­ლებ­ლად გუ­შინ­დელ დღედ ვაქ­ცევ­დი", - წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.