18 წლის ბიჭს, რომელიც 71 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა

18 წლის ბიჭს, რომელიც 71 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 71 წლის ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 18 წლის ბაჩო ხაშ­მე­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და იმ მო­ტი­ვით, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის მხრი­დან არ­სე­ბობს მი­მალ­ვის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის ხე­ლახ­ლა ჩა­დე­ნის საფრ­თხე­ე­ბი. დაც­ვის მხა­რე პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა. 18 წლის ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი მო­ი­თხოვ­და, რომ 21 წლამ­დე მი­უღ­წე­ველ­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად მომ­ხდა­რი­ყო გან­რი­დე­ბა.

მკვლე­ლო­ბა ახ­მე­ტა­ში 17 აპ­რილს მოხ­და. 71 წლის ქალს მე­ზო­ბელ­მა, 18 წლის ბიჭ­მა სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მომ­ხდა­რის მო­ტი­ვად, მხა­რე­ებს შო­რის წარ­სულ­ში სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი დავა სა­ხელ­დე­ბა.

საქ­მე­ებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 8 ივ­ნისს ჩა­ი­ნიშ­ნა.