კვარამ შოუ მოიპარა - ხვიჩა ცნობილი იტალიელი მომღერლის კონცერტზე სცენაზე იხმეს [VIDEO]

ხვიჩა კვარაცხელია, რომ "ნაპოლის" ყველა თაობის ქომაგებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად იქცა, არახალი ამბავია. გუშინ, Areanapoli-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც "კვარა" ცნობილი იტალიელი მომღერლის ჯიჯი დ'ალესიოს კონცერტზე გამოჩნდა.

22 წლის გარემარბი სცენაზე ავიდა და "პარტენოპეის" ქომაგებს მიმართა.

"ნეაპოლელებო, თქვენ ნომერ პირველები ხართ".

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 41 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.