"კვარა"? შეიძლება, ოსიმენზე მაღლაც დგას" - დავიდ ვილია ქართველის თამაშით აღფრთოვანებულია

"კვარა"? შეიძლება, ოსიმენზე მაღლაც დგას" - დავიდ ვილია ქართველის თამაშით აღფრთოვანებულია

ცნობილმა ესპანელმა ფეხბურთელმა დავიდ ვილიამ Dazn-თან ინტერვიუში სერია A-ს გამორჩეული შემტევების შესახებ ისაუბრა. "ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და რაფაელ ლეაო გამოარჩია.

"ოსიმენი მაღალ შეფასებას იმსახურებს, მისი თამაში რამდენჯერმე ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ უმაღლესი დონის შემტევია. ნიგერიელს 8 ქულას დავუწერ, ვიქტორი ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია".

"ხვიჩა? ის ოსიმენის თანამებრძოლია და შეიძლება მასზე მაღლაც დგას. ამიტომ მასაც 8 ქულას დავუწერ, რადგან "ნაპოლის" წარმატებაში ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის.

ლეაოს 7 ქულას მივანიჭებ, განსხვავებული თამაშის სტილი აქვს. მსოფლიოს ჩემპიონატზე მის

გამოსვლას თვალყურს ვადევნებდი და ნამდვილად მომეწონა" - განაცხადა ვილიამ..

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში 36 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 16 შედეგიანი პასით გამოიჩინა.