ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესოთა დრიბლიორთა ათეული გამოქვეყნდა - მერამდენე ადგილი დაიკავა კვარაცხელიამ

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესოთა დრიბლიორთა ათეული გამოქვეყნდა - მერამდენე ადგილი დაიკავა კვარაცხელიამ

Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის 2022/23-წლების სეზონის წარმატებულ დრიბლიორთა ათეული გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ მე-3 ადგილი დაიკავა.

სიას სათავეში 47 დრიბლინგით ვინისიუსი უდგას, 37 გარღვევა რაფაელ ლეაოზე, 35 კი სწორედ ქართველზე მოდის.

მე-4 და მე-5 პოზიციებს "სიტის" ფეხბურთელები ჯეკ გრილიში და ბერნარდო სილვა იკავებენ (26).

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალში "მილანთან" 2-რაუნდიან დაპირისპირებაში გამოეთიშა.

ხვიჩამ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.