პროტესტი ნაპოლიდან - პარტენიპეი ხვიჩას Coca-Cola-ს ეტიკეტზე გამოჩენას ეწინააღმდეგება

პროტესტი ნაპოლიდან - პარტენიპეი ხვიჩას Coca-Cola-ს ეტიკეტზე გამოჩენას ეწინააღმდეგება

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, Coca-Cola-ს ეტიკეტზე გამოჩნდნენ.

გავრცელებული ცნობებით, "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" Coca-Cola-ს ახალი შეფუთვით წარმოება UEFA-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისა და ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად დაიწყო.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარას ეტიკეტზე გამოჩენამ "ნაპოლის" პროტესტი გამოიწვია.

როგორც მედიაში იწერება, ქართველი მოთამაშის 100%-იან სარეკლამო უფლებებს "პარტენოპეი" ფლობს და ამ საკითხთან დაკავშირებით ნეაპოლელები ინფორმირებულნი არ იყვნენ.

სწორედ ამის გამო, Coca-Cola-ს, შესაძლოა, იმ ბოთლების გაყიდვიდან ამოღება მოუწიოს, სადაც ხვიჩა არის გამოსახული.

აქვე გეტყვით, რომ "კომერსანტი" ამ საკითხის გაკრვევასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და Coca-Cola-სთან დაკავშირებას ცდოლობს.