"ნაპოლი" კვარას და ოსიმენს მხოლოდ ასე შეინარჩუნებს" - კასანოს რჩევა დე ლაურენტისს

"ნაპოლი" კვარას და ოსიმენს მხოლოდ ასე შეინარჩუნებს" - კასანოს რჩევა დე ლაურენტისს

ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" ორი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. "რეალის" ყოფილი ფორვარდის თქმით, აურელიო დე ლაურენტისი მათ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ ორივე მათგანს ხელფასს საგრძნობლად გაუზრდის.

"თუ "ნაპოლის" წარმატების გამეორება შემდეგ სეზონშიც სურს, მათ მაღალი დონის ფეხბურთელები უნდა შეინარჩუნონ, ამის გაკეთება კი რთულ იქნება, რადგან გამოჩნდებიან ევროპული გრანდები, რომლებიც "პარტენოპეის" ლიდერებს 5-6 ჯერ მაღალ ანაზღაურებას შესთავაზებენ, ამაზე კი უარის თქმა როგორც "კვარას", ასევე ოსიმენსაც გაუჭირდებათ.

ამ შემთხვევაში რჩება ერთადერთი გამოსავალი, დე

ლაურენტისმა ორივე მათგანს ხელფასები უნდა გაუზარდოს. "ნაპოლი" ნამდვილად ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს და იმედია, ასეც გაგრძელდება", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.