რუსებმა ბოლო 24 საათში 500 სამხედრო და 8 ტანკი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

მთავარი არხი LIVE ENG უკრაინა ✊ რუსებმა ბოლო 24 საათში 500 სამხედრო და 8 ტანკი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის მონაცემები გამოქვეყნდა: 1 საათის წინ უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 19 აგვისტომდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს. უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 500 სამხედრო, 8 ტანკი და 19 საარტილერიო სისტემა. რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 257 010; ​ტანკი - 4 340; ჯავშანტექნიკა - 8 424; საარტილერიო სისტემა - 5 212; სარაკეტო სისტემა - 714; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 486; თვითმფრინავები - 315; ვერტმფრენი - 316; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4 282; საკრუიზო რაკეტები - 1 406; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 7 665; გემი/ნავი/კატარღა - 18; ​სპეციალური აღჭურვილობა - 785.

რუსებმა ბოლო 24 საათში 500 სამხედრო და 8 ტანკი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის მონაცემები