"კელი დეგნანის განცხადება უნდა განვიხილოთ როგორც საკითხისადმი სუბიექტური მიდგომა" - გია ვოლსკი

"კელი დეგნანის განცხადება უნდა განვიხილოთ როგორც საკითხისადმი სუბიექტური მიდგომა" - გია ვოლსკი

[კელი დეგ­ნა­ნის] გან­ცხა­დე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც სა­კი­თხი­სად­მი სუ­ბი­ექ­ტუ­რი მიდ­გო­მა უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, ვი­ნა­ი­დან, ფაქ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს, სა­ფუძ­ვე­ლიც არ არ­სე­ბობს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის , - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც აშშ-ის ელ­ჩის კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა მო­სა­მარ­თლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

ვოლ­სკის თქმით, მა­შინ, როცა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­სან­ქცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ ღია წყა­რო­ებს ეყ­რდნო­ბა, სუ­ბი­ექ­ტუ­რი მიდ­გო­მაა.

"გა­მო­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან, თუ სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის მხრი­დან, ფაქ­ტე­ბი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია. როცა ამ ფაქ­ტე­ბის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა სა­ხე­ზეა, როცა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი­სად­მი მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ ღია წყა­რო­ებს ემ­ყა­რე­ბა, რა თქმა უნდა, სწო­რი შე­ფა­სე­ბაა - სუ­ბი­ექ­ტუ­რი მიდ­გო­მა და სწო­რია ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მი­ი­ღო უმ­რავ­ლე­სო­ბამ - პარ­ლა­მენ­ტში კო­მი­სი­ის შექ­მნას მხა­რი არ და­უ­ჭი­რა“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ვოლ­სკიმ ისა­უბ­რა თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბის კონ­ტექ­სტსშიც და აღ­ნიშ­ნა, რომ მარ­თე­ბუ­ლია, სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რებ­მა, მაგ­რამ მსგავ­სი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო მო­სა­მარ­თლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რომ­ლე­ბიც კო­რუფ­ცი­ა­ში "ხე­ლა­ღე­ბით და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს“. ვოლ­სკის შე­ფა­სე­ბით, სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი­თხვებს ორ­მაგ სტან­დარტთან და­კავ­ში­რე­ბით მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი ექ­ნე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ის რომ თემა უნდა გა­ნი­ხი­ლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რებ­მა, შემ­დეგ ეს სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცეს, შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ, რომ მარ­თე­ბუ­ლი მიდ­გო­მაა, მაგ­რამ ასე­თი­ვე მარ­თე­ბულ მიდ­გო­მას მო­ი­თხოვს იმ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სა­კი­თხიც, რომ­ლე­ბიც ასე ხე­ლა­ღე­ბით და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს კო­რუფ­ცი­ა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუკი, ვინ­მე შე­კი­თხვას ორ­მა­გი სტან­დარ­ტის შე­სა­ხებ დას­ვამს, ამ შე­კი­თხვას საკ­მა­ოდ მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი ექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ვოლ­სკიმ ისა­უბ­რა მო­სა­მარ­თლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის საკ­თხზეც და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის შექ­მნა სწო­რი არ არის, რად­გან არ არის შე­სა­ბა­მი­სი ფაქ­ტე­ბი და სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ "ოპო­ნენ­ტე­ბის გან­ცდებ­ზე“.

"რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ეს თემა არ იმ­სა­ხუ­რებს, სწო­რი არ არის, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია შე­იქ­მნას, ვი­ნა­ი­დან, ფაქ­ტებ­ზე არაა სა­უ­ბა­რი, აქ სა­უ­ბა­რია გარ­კვე­ულ გან­ცდა­ზე, რო­მე­ლიც ეუფ­ლე­ბა ჩვენს ოპო­ნენტ პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექ­ტებს. სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის მხო­ლოდ გან­ცდა­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ერთა მი­ზანს შე­იძ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს - გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სტრა­ტე­გი­ის გაგ­რძე­ლე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სა­მარ­თლო ობი­ექ­ტუ­რი არ არის მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვე­ბია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო არა­თუ ობი­ექ­ტუ­რია, არა­მედ ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით იკა­ვებს მო­წი­ნა­ვე ად­გი­ლებს ევ­რო­პულ ფორ­მატ­ში, ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­თა თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში, მსოფ­ლი­ო­შიც საკ­მა­ოდ მყარ პო­ზი­ცი­ა­ზე იდგა ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და რე­გი­ონ­შიც პირ­ველ ად­გილ­ზეა“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ შე­ა­ფა­სებს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, რომ მათ პო­ლი­ტი­კურ პარტნი­ო­რებ­თან უნდა ისა­უბ­რონ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კლა­ნის მფარ­ველ პო­ლი­ტი­კო­სებს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დეთ, ვოლ­სკი ასე პა­სუ­ხობს:

"ეს ერთი ეპი­ზო­დია იმ დიდი სტრა­ტე­გი­ი­დან, რა­საც სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ ლაშ­ქრო­ბა ჰქვია, ეს არის გა­აფ­თრე­ბუ­ლი ლაშ­ქრო­ბა. რაც მეტი იქ­ნე­ბა კარ­გი, პო­ზი­ტი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, თუნ­დაც, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის, ან თუნ­დაც, სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის, ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­ცი­ლე­ბით დიდი და გა­აფ­თრე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­ტე­ვა ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც 12 რე­კო­მენ­და­ცი­ა­შია, ერთ-ერთი მთა­ვა­რია სა­სა­მარ­თლო. თუკი, კო­მი­სი­ის შექ­მნას მხარს არ ვუ­ჭერთ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის ად­ვო­კა­ტად გა­მოვ­დი­ვართ, ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე შე­იძ­ლე­ბა კო­მი­სი­ის შექ­მნა, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რაც და­ი­წყებს გა­მო­ძი­ე­ბას, თუკი, კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი არ­სე­ბობს, თუკი, ასე­თი არ არ­სე­ბობს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს სპე­კუ­ლა­ცი­აა და უტი­ფა­რი ბრძო­ლაა სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ.

12 რე­კო­მენ­და­ცია ად­ვი­ლად შეს­რუ­ლე­ბა­დია, თუკი, პო­ზი­ცი­ა­თა ერ­თი­ა­ნო­ბა არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კურ სპექტრში, რო­გორც კი ამ თე­მა­ზე იწყე­ბა სა­უ­ბა­რი, ან გან­ხილ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დად­გე­ბა, მა­გა­ლი­თად, სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსთან, ქალ­თა უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმ წუ­თას სა­ბო­ტა­ჟის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი პრო­ცე­სი იწყე­ბა, რომ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ქუ­ჩა­ში ვხე­დავთ“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.