კლუბში პიკეს ჯერ შაკირას სახელის ძახილით შეხვდნენ, მერე კი "ვაკა ვაკა" უმღერეს

პიკე, შაკირა და ისევ "ვაკა ვაკა"

კლუბში პიკეს ჯერ შაკირას სახელის ძახილით შეხვდნენ, მერე კი "ვაკა ვაკა" უმღერეს
sainformacio.ge

სულ ახლახან ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი ჟერარდ პიკე თავისი დაფუძნებული საფეხბურთო ლიგის გასართობ ღონისძიებას მადრიდის ერთ-ერთ კლუბში ესწრებოდა. თუმცა, როცა პიკემ კლუბში მყოფი ფანებისთვის მიმართვა მოიწადინა და ხელში მიკროფონი აიღო, დამსწრეებმა სპორტსმენის ყოფილი ცოლისა და კოლუმბიელი მომღერლის, შაკირას, სახელის ძახილი დაიწყეს. კლუბი მგრგვინავმა შეძახილებმა ისე მოიცვა, რომ, როგორც გამოცემა Hola! წერს, გაოცებულ პიკეს საკუთარი ხმაც კი აღარ ესმოდა. ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალა კი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.