"ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი შესაძლოა გადაიდოს - რას ითხოვს ნეაპოლის მუნიციპალიტეტი

"ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი შესაძლოა გადაიდოს - რას ითხოვს ნეაპოლის მუნიციპალიტეტი

სერია A-ს პრეზიდენტმა ლორენცო კაზინიმ განაცხადა, რომ "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" 29 აპრილს დაგეგმილი მატჩი შესაძლოა გადაიდოს და 30 აპრილს "ინტერისა" და "ლაციოს" დაპირისპირების პარალელურად ჩატარდეს, იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს შეუქმნის.

ნეაპოლის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მატჩის გადადება უკვე მოითხოვა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეის" ჩემპიონობის მოსაპოვებლად 5 ქულა სჭირდება, თუმცა არსებობს შანსი, რომ სპალეტის გუნდმა სკუდეტო მომდევნო ტურშივე გაინაღდოს, იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები "სალერნიტანას"

დაამარცხებენ და "ლაციო" "ინტერთან" გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს.