"აღმოჩენა არაა, მხოლოდ ერთი რამ გამოსდის" - მოჯიმ "კვარაზე" ისაუბრა

"აღმოჩენა არაა, მხოლოდ ერთი რამ გამოსდის" - მოჯიმ "კვარაზე" ისაუბრა

"იუვენტუსის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველს დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალურად შეუძლია და რომ არა ვიქტორ ოსიმენი, "კვარას" მცველები მარტივად შეაჩერებდნენ.

"ნაპოლიმ" სკუდეტო დაიმსახურა, "პარტენოპეი" გასულ ზაფხულს არაერთმა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა მათ პერსპექტიული გუნდი შექმნეს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, აღმოჩენას ნამდვილად ვერ ვუწოდებ, რადგან მის შესახებ ევროპულ კლუბებს ინფორმაცია ჯერ კიდევ "რუბინში" თამაშის პერიოდში ჰქონდათ. ნეაპოლელებმა მოთმინება გამოიჩინეს, შესაფერის მომენტს დაელოდნენ და "კვარა" იაფად გაიფორმეს.

"კვარას" დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალურად

შეუძლია. უდავოდ ნიჭიერია, შეუძლია ორი მცველი ჩამოიშოროს, თუმცა მესამე ყოველთვის შეაჩერებს. ვიქტორ ოსიმენი გუნდს ვერტიკალურობას სძენს, ხვიჩას სივრცეები სწორედ მისი საშუალებით უთავისუფლდება. ვფიქრობ, თუ აურელიო დე ლაურენტისი გუნდის ლიდერების სანაცვლოდ სარფიან წინადადებებს მიიღებს, ისინი აუცილებლად უნდა გაყიდოს" - განაცხადა მოჯიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში 36 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 16 შედეგიანი პასით გამოიჩინა.