სპალეტისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

სპალეტისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. როგორც მოგახსენეთ, ტოსკანელი სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტისგან, აურელიო დე ლაურენტისისგან წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებასა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას ითხოვს.

Sky Sports-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ სპალეტი "პარტენოპეის" დატოვებს, მისი გადაბირების ყველაზე დიდი შანსი "ტოტენჰემს" აქვს, გარდა "დეზებისა", 64 წლის სპეციალიტს მეორე ლონდონური კლუბი "ჩელსიც" იწვევს.

შეგახსენებთ, ლუჩანო "ნაპოლის" სათავეში 2021 წელს ჩაუდგა და "პარტენოპეის" 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა.