ბომბარდირი ასისტებში - რამდენი ტური აშორებს კვარას პირველობის დასაუფლებლად?

ბომბარდირი ასისტებში - რამდენი ტური აშორებს კვარას პირველობის დასაუფლებლად?

როგორც იცით, ნაპოლი უკვე ჩემპიონია და მას შემდეგ გუნდმა სერია A-ში ორი ფორმალური მატჩის გამართვაც მოასწრო.

მიუხედავად სკუდეტოს მოპოვებისა, ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი საზრუნავი აქვს, რაც თვით ლუჩანო სპალეტიმაც უნდა გაითვალისწინოს, რომელიც ბოლო მატჩებში კვარას არც თუ ბევრ დროს აძლევს.

საქმე ეხება საგოლე გადაცემების ჯამურ რაოდენობასა და იტალიის ჩემპიონატის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, ხვიჩას სერია A-ში ყველაზე მეტი ასისტი (10) აქვს გაკეთებული და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს 2 საგოლე პასით უსწრებს.

ცნობისთვის, იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე სულ 3 ტური რჩება, ნაპოლის კი დარჩენილი მატჩების გამართვა ინტერის, ბოლონიასა და სამპდორიას წინააღმდეგ მოუწევს.

იმედი დავიტოვოთ, რომ სპალეტი კვარაცხელიას საშუალებას მისცემს, რომ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტი გახდეს..