"ხვიჩა იყო სიხარულის აფეთქების მუხტი და ამაჩქარებელი, რომელიც ამღვრებს ამ ქალაქის გრძნობებს" - პოპულარულმა იტალიურმა გამოცემამ ხვიჩა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

"ხვიჩა იყო სიხარულის აფეთქების მუხტი და ამაჩქარებელი, რომელიც ამღვრებს ამ ქალაქის გრძნობებს" - პოპულარულმა იტალიურმა გამოცემამ ხვიჩა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" სერია A-ს გამარჯვებული არსებობის ისტორიაში მესამედ გახდა. Corrieredellosport-მა გადაწყვიტა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება. გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იტალიური მედიის წერილს:

"რთული საკითხია დაასახელო საუკეთესო, როდესაც ყველაფერი სწორი გზით მიდიოდა, სადაც ყველამ საკუთარი მაქსიმუმი გამოავლინა, თუმცა არა უშავს, ჩვენ ვიცით, ვინაა სეზონის მეფე (საუკეთესო ფეხბურთელი), დანარჩენებმა კი მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გამარჯვებაში.

კვარაცხელია, მისი უდიდებულესობა MVP (სიტყვა-სიტყვით ყველაზე ღირებული მოთამაშე) - 10 ქულიანი სისტემიდან 10/10.

მისი საუკეთესოდ დასახელება ისეთივე მარტივია, როგორც მისი დრიბლინგები. ვფიქრობ, ხვიჩას ისტორია იმსახურებს "დისნეის"
ანიმაციას, ერთ დროს იქ იყო ინსინიე, რომელიც წავიდა და დატოვა მარცხენა ფლანგი მოტიტვლებული, უიმედოდ... თუმცა ჩამოდის ქართველი, რომელიც ბრწყინავს ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ არ ვიცით, რა შეუძლია... პირველივე ვარჯიშიდან კი ყველაფერი შეიცვალა, ჯუნტოლის "კვარასი" თვალდახუჭული ეიმედებოდა, სპალეტი ბურთთან პირველი შეხებისთანავე თვალებს იფშვნეტდა, გულშემატკივრები? მათ შეკითხვის დასმის დროც კი არ ჰქონიათ, რადგან ხვიჩამ სადებიუდო შეხვედრაში 37-ე წუთზე პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. მას ამისთვის მხოლოდ 37 წუთი დასჭირდა. ხუმრობით ვიტყვი და ზოგი 37 წუთში რეცხვას ვერ ახერხებს... ამის შემდეგ ადაპტაცია აღარ გასჭირვებია... 37-ე წუთს დავუბრუნდები ისევ... თავური დარტყმა არაა მისი ძლიერი მხარე, თუმცა ამით მსოფლიო გააფრთხილა: მე გოლის გატანა ნებისმიერი მეთოდით შემიძლია.

Sportall.Ge


მინდა ერთი რაღაც გითხრათ, ხვიჩა რთულ რაღაცებს მარტივად გადააქცევს. თუ თქვენ სთხოვთ მთვარის მოტანას, ის ალბათ თქვენს სახლში თანამგზავრის თანხლებით გამოჩნდებოდა და 2 წუთის დაგვიანებისთვის ბოდიშს მოიხდის. კვარაცხელიას მაგარ თამაშზე სტატისტიკაც მეტყველებს, თუმცა გულშემატკივრებმა იციან, რომ ეს ყოველივე განცდების დამახინჯებული სარკეა. გოლებისა და საგოლე გადაცემების გარდა, ხვიჩას უშუალოდ მოედანზე ყოფნა, თუნდაც ჩაგდებული შეხვედრის მიმდინარეობისას, ბევრს ნიშნავდა. ისე ახერხებს მეტოქეების მოტყუებას, როგორც ბრაზილიელი გარემარბები, კარის წინ აისბერგივით ცივია. მაშინაც კი, როდესაც არასასიამოვნო მოწინააღმდეგეებს ხვდება, მაინც ძალუძს სამი-ოთხი დრიბლინგის შესრულება. როდესაც მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი გაიაზრებს, რომ ერთი მცველი მის შესაჩერებლად საკმარისი არაა, მეურვეების რაოდენობას აორმაგებს ან ასამმაგებს. მიუხედავად ამისა, ქართველი მაინც პოულობს გზას, რათა თავიდან მარტივად ჩამოიშოროს.

მოედანზე ხვიჩას ვინც შეხვდა, მის გვარს არასდროს დაივიწყებს. რატომ? მარტივია, უმეტეს მათგანს მოუწია მისთვის უფრო დიდი ხნის განმავლობაში ზურგიდან ეყურებინა, ვიდრე მისი სახე დაენახა.

ხვიჩა იყო სიხარულის აფეთქების მუხტი და ამაჩქარებელი (ამამოძრავებელი), რომელიც ამღვრებს ამ ქალაქის გრძნობებს, გრძნობებს, რომლებიც გუნდში ძმობით იყო გაჟღენთილი. სკუდეტო ყველას ეკუთვნის, თუმცა მომავალ წელს "ნაპოლის" მაისურებს მკერდთან ყველაზე ახლოს უნდა ეწეროს გვარი - კვარაცხელია" - წერია გამოცემაში.

აღნიშნულმა გამოცემამ ვიქტორ ოსიმენსაც დაუწერა შეფასება - 9.5