პრემიერ ლიგის გრანდებს მამარდაშვილის დამატება სურთ

პრემიერ ლიგის გრანდებს მამარდაშვილის დამატება სურთ

როგორც მოგეხსენებათ, “ვალენსია” მიმდინარე სეზონში საშინელ ფორმაშია. “ღამურები” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილს იკავებენ.

დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს “ვალენსიას” ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი დაემშვიდობება.

ქართველ მეკარეს კარიერის ინგლისში გაგრძელებს ბევრი სხვადასხვა ვარიანტი აქვს.

ლონდონის “ჩელსიში” კეპა არისაბალაგას არასტაბილურობითა და ედუარ მენდის ტრავმიანობით უკმაყოფილოები არიან. სწორედ ამიტომ, “არისტოკრატები” მამარდას შეძენით არაონ დაინტერესებულები.

დავიდ დე ხეა ბოლო პერიოდში არცისე სტაბილურია, რასაც “სევილიასთან” ევროპა ლიგური პერფორმანსიც ამტკიცებს. სწორედ ამიტომ, “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა მამარდაშვილის ტრანსფერი შეუკვეთა.

ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლესტერი” 22 წლის ქართველი მეკარის შეძენის მთავარი ფავორიტია.

ასე რომ, ზაფხულში გიორგი მამარდაშვილის გამო დიდი სატრანსფერო ომი გველის.