კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის ნაპოლიში შესაძლო დაბრუნებაზე წერს

კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის ნაპოლიში შესაძლო დაბრუნებაზე წერს

როგორც უკვე ვწერდით, "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელ ლუჩიანო სპალეტისა და გუნდის პრეიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.

იტალიურ პრესაში უკვე აღნიშნავენ, რომ ტოსკანელი სპეციალიასტი "პარტენოპეისთან" კონტრაქტს არ გაახანგლძრივებს და ზაფხულში კლუბს დატოვებს.

ამის ფონზე, Il Mattino უკვე იმ დამრიგებლებზე წერს, რომლებმაც შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი გაწვრთნას.

ყველაზე საინტერესო რაფაელ ბენიტესის გვარია, რომელიც "ნაპოლის" 2013/15-წლებში უკვე ავარჯიშებდა და "პარტენოპეის" 2 ტიტულიც მოაგებინა.

სახელდება ასევე ვინჩენცო იტალიანოს, ჯანპიერო გასპერინის, ანტონიო კონტეს, კრისტოფ გალტიესა და ალესიო დიონისის გვარებიც.