"ნაპოლი" VS "ინტერი" - მატჩი, რომელიც საჩემპიონო უნდა ყოფილიყო, ხვიჩას ფაქტორი და საეჭვო ოსიმენი

"ნაპოლი" VS "ინტერი" - მატჩი, რომელიც საჩემპიონო უნდა ყოფილიყო, ხვიჩას ფაქტორი და საეჭვო ოსიმენი

იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება. შესაძლოა, წლის დასაწყისში ვინმეს ეგონა, რომ 36-ე ტურის მატჩი "ნაპოლისა" და "ინტერს" შორის ჩემპიონობისთვის გადამწყვეტი იქნებოდა, თუმცა ამისგან ძალიან შორს ვართ. "დიეგო მარადონაზე" ეს გუნდები კვირას, 21 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე შეხვდებიან. "ინტერი" ერთადერთი გუნდია, რომელიც ნეაპოლელებს მიმდინარე სეზონში არ დაუმარცხებიათ.

4 იანვრის დაპირისპირებაში სერია "ა"-ს ახლანდელი ჩემპიონები უსუსურად გამოიყურებოდნენ და მილანურმა კლუბმა (1:0) გამარჯვება მოახერხა. ამაში თავისი წვლილი შეხვედრის მთავარმა მსაჯმა სოზამაც დაიდო, რომელის"ინტერის" ფეხბურთელების საკმაოდ ბინძურ ქმედებებს გაფრთხილებით არ სჯიდა, განსაკუთრებით,

ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ. მილოშ
შკრინიარი (ახლა ტრავმირებულია) უხეშობით "გამოირჩეოდა." სიმონე ინძაგიმ მაშინ დუმფრისი სათადარიგოთა სკამზე დასვა, სასტარტოში კი დარმიანი დააყენა, რომელიც "კვარას" პერსონალურად მეურვეობდა. იმ შეხვედრის შემდეგ სატურნირო სიტუაცია დაიძაბა, ლუჩანო სპალეტის გუნდს "ინტერი" 4 ქულამდე მიუახლოვდა, საბოლოოდ კი ეს ინტრიგა არ შედგა, მილანელები უფრო სათასო სპეციფიკის გამოდგნენ. საინტერესოა, რომ ამ გუნდების ბოლო სამი ნეაპოლური მატჩი ერთნაირი ანგარიშით (1:1) დასრულდა.

Sportall.Ge

ახლა ინძაგის ფიქრები ჩემპიონთა ლიგის ფინალის და "მანჩესტერ სიტისკენაა", მაგრამ მის გუნდს ოთხეულში ადგილი ჯერ გარანტირებული არ აქვს, რამაც უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მომავალ წელსაც უნდა დაუბევოს.

თუკი ბოლო მატჩებში როტაცია ვნახეთ, ახლა საქმე გაცილებით პრინციპულ დაპირისპირებასთან გვაქვს და "ნაპოლი" ოპტიმალური შემადგენლობით უნდა ვნახოთ, კვარაცხელიამ კი პირველივე წუთებიდან ითამაშოს. მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვიქტორ ოსიმენის თამაში (გაციების გამო) საეჭვოა და მაშინ სასტარტოში ჯოვანი სიმეონეს ვიხილავთ, რომელიც ბოლო მატჩებში ძალიან ეგოისტურად მოქმედებს. არადა, ოსიმენი ლაუტაროს ბომბარდირთა დავაში 3 გოლით უსწრებს (23 აქვს) და ამ მხვრივ უშუალო კონკურენტების დაპირისპირებაა. თავის მხრივ, შესაძლოა, ინძაგის მხრიდან როტაცია ვნახოთ, წინა ხაზზე მას დიდი არჩევანი აქვს - ლუკაკუ, ძეკო, კორეა...

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია "ასისტებში" (10) ლიდერობს და მისი ამ მაჩვენებელში საუკეთესოდ დასახელება ძალიან სასიამოვნო იქნება - პირველივე სეზონში, ამ ეტაპზე 12 გოლთან, უამრავ ლამაზ ეპიდოდთან და საგოლე ოპერაციებში მონაწილეობასთან ერთად!..

რუი, ლოსანო - მხითარიანი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მატჩს დააკლდებიან. ამ დიდებულმა სეზონმა მართლაც სწრაფად გაირბინა, "ინტერის" შემდეგ "ნაპოლი" "ბოლონიასა" (სტუმრად) და "სამპდორიას" (შინ) შეხვდება.