"კვარა" მეზიზღება, ამიტომ..." - გიჟური ისტორია, რომელიც ქართველებს გადახდათ [PHOTO]

"კვარა" მეზიზღება, ამიტომ..." - გიჟური ისტორია, რომელიც ქართველებს გადახდათ [PHOTO]

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მას შემდეგ, რაც "კვარამ" მიმდინარე სეზონში არაერთი ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა, იტალია ქართველებისთვის ერთ-ერთ პოპულარულ ადგილად იქცა.

ქართველ ტურისტებს ცოტა ხნის წინ თავს წარმოუდგენელი ამბავი გადახდათ. ისინი რომში გამგზავრებას გეგმავდნენ, აპარტამენტიც დაჯავშნილი ჰქონდათ, თუმცა ნომრის პატრონმა უარი იმის გამო უთხრა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ქვეყნიდან იყვნენ, აპარტამენტის მფლობელმა კი მიზეზი ასე განმარტა:

"მოგესალმებით რომიდან. ბოდიშს გიხდით, რომ გვიან გეხმიანებით. ვიცი, რომ საქართველოდან ხართ და ჩემი აპარტამენტის დაქირავება გსურთ, მაგრამ "ნაპოლი" და ხვიჩა კვარაცხელია მეზიზღება,

რადგან ამ წელს მათ დიდი ტკივილი მომაყენეს. გთხოვთ, სხვა ბინა მოძებნოთ".