საქმე ფულს არ ეხება - რატომ არ სურს სპალეტის "ნაპოლიში" დარჩენა

საქმე ფულს არ ეხება - რატომ არ სურს სპალეტის "ნაპოლიში" დარჩენა

რამდენიმე დღის წინ, იტალიურმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, სპალეტის "პარტენოპეის" სამომავლო პროექტში ეჭვი ეპარება და განსაკუთრებით უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მალე კლუბს სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი დატოვებს, გარდა ამისა ლუჩანო დე ლაურენტისისგან სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას ითხოვს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

"სპალეტი დე ლაურენტისთან კითხვების დასმას გეგმავს. ტოსკანელი უკმაყოფილოა, რომ ჯუნტოლი თანამდებობას ტოვებს, ასევე სურს, რომ ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლიში" დარჩეს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, 64 წლის სპეციალისტს

"პარტენოპეისთან" ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.