"კვარაცხელია უკვე ინგლისურ კლუბში გაასხვისეს" - ირწმუნება ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი

"კვარაცხელია უკვე ინგლისურ კლუბში გაასხვისეს" - ირწმუნება ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს, - ამ ინფორმაციას AreaNapoli და mondonapoli ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის ნათქვამზე დაყრდნობით ავრცელებენ:

"სპორტულმა მენეჯერმა, "ლეჩეს", "მონცას", "ჯენოას" და "პერუჯას" ყოფილმა მეკარემ სიმონე ბრაგლიამ TMW Radio-სთან განაცხადა: "ნაპოლი"? როდესაც მეწარმემ ჩემპიონობის მოპოვებით მაქსიმუმალურ მოგებას მიაღწია, საბოლოო ჯამში კლუბს ყიდის. ჩემი ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი სეზონის ბოლოს შეიძლება ზოგიერთ მოთამაშეს დაემშვიდობოს. მე ვიცი, რომ ხვიჩა კვარაცხელია უკვე გაასხვისეს ინგლისში".

AreaNapoli მკითხველს ჰპირდება, რომ ინფორმაციას გადაამოწმებს და სიმართლეს დაადგენს, თუმცა ქართველი, რომლის შეძენის სურვილი პრემიერლიგის კლუბებს
აქვთ, ხელშეუხებელია და მის დასათმობად წარმოუდგენელი შეთავაზებაა საჭირო, ხოლო დე ლაურენტისი "ნაპოლის" მფლობელად დარჩება და მომავალში კლუბს შვილებს გადასცემს.