"ვერ ვხვდები, რატომ მაინცდამაინც კვარაცხელია " - ცნობილმა იტალიელმა ტელეწამყვანმა ხვიჩა გააკრიტიკა

"ვერ ვხვდები, რატომ მაინცდამაინც კვარაცხელია " - ცნობილმა იტალიელმა ტელეწამყვანმა ხვიჩა გააკრიტიკა

ცნობილმა იტალიელმა ტელეწამყვანმა პაოლო ესპოსიტომ Il Ring del Pallone-ს ეთერში "პარტენოპეის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ახალგაზრდა შემტევს თერთმეტმეტრიანების შესრულების ტექნიკა დაუწუნა.

"ვერ ვხვდები, რატომ აძლევენ კვარაცხელიას პენალტების შესრულების უფლებას, ქართველი თერთმეტმეტრიანებს მუდამ ერთ სტილში ასრულებს, ყოველთვის ერთნაირად ურტყამს.

ორივე გუნდი შესანიშნავი იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში "როსონერი" უფრო ცივსისხლიანი აღმოჩნდა", - განაცხადა ესპოსიტომ.