დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება შეცვალა - რა თანხა დაჯდება ახლა ოსიმენის ტრანსფერი

დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება შეცვალა - რა თანხა დაჯდება ახლა ოსიმენის ტრანსფერი

Il Matino-ს ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავისი გუნდის ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროთი შეცვალა.

ახლა ნიგერიელი ფეხბურთელის მსურველ კლუბს 150-ის ნაცვლად, 160 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორის შეძენით არაერთი ტოპ კლუბია დაინტერესებული. მათ შორის, პსჟ, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" არიან.