"თბილისში ვიგრძენით, რომ თასი გვქონდა მოგებული" - 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფის თანაავტორი თენგიზ სულაქველიძე დიდ გამარჯვებაზე, ოჯახსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე

"თბილისში ვიგრძენით, რომ თასი გვქონდა მოგებული" - 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფის თანაავტორი თენგიზ სულაქველიძე დიდ გამარჯვებაზე, ოჯახსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე

1981 წლის თასე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის ფი­ნალ­ში თბი­ლი­სის "დი­ნა­მომ“ დი­უ­სელ­დორფში, აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ის ობერ­ლი­გის კლუ­ბი "კარლ ცაის იენა“ ვლა­დი­მერ გუ­ცა­ე­ვი­სა და ვი­ტა­ლი და­რა­სე­ლი­ას გო­ლე­ბით და­ა­მარ­ცხა ( 2:1 ) და კი­ე­ვის დი­ნა­მოს შემ­დეგ მე­ო­რე საბ­ჭო­უ­რი გუნ­დი გახ­და, რო­მელ­მაც ევ­რო­თა­სის მო­გე­ბა შეძ­ლო.

13 მა­ისს "დი­ნა­მოს“ ტრი­უმ­ფი­დან 42 წელი გა­დის...

"კარლ ცა­ის­თან“ გა­მარ­ჯვე­ბის ერთ-ერთ შე­მოქ­მედ­თან და ლე­გენ­და­რულ ფეხ­ბურ­თელ თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძეს­თან სა­უ­ბარს სწო­რედ 13 მა­ისს გან­ცდილ ემო­ცი­ებ­ზე სა­უბ­რით ვი­წყებთ...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­და ნა­ხე­ვარმცვე­ლის ("დი­ნა­მო­ში“) და მცვე­ლის (სსრკ-ს ნაკ­რებ­ში) პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობ­და, ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს“, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სა“ და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ეროვ­ნუ­ლი და ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის ღირ­სე­ბას იცავ­და. ის თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გახ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი (1978) და ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი (1981), საბ­ჭო­თა კავ­ში­რის თა­სი­სა (1979) და თასე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის (1981) მფლო­ბე­ლი, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში 1979 წელს სსრ კავ­ში­რის სპარ­ტა­კი­ა­დის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი.

1980-1988 წლებ­ში იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 49 მატ­ჩი ითა­მა­შა და 2 ბურ­თი გა­ი­ტა­ნა. სუ­ლაქ­ვე­ლი­ძემ 1982 წლის ეს­პა­ნე­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 4 შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რა. ასე­ვე თა­მა­შობ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ოლიმ­პი­ურ ნაკ­რებ­ში. 1988 წელს ევ­რო­პის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.1989 წელს თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე შვე­დე­თის გუნდ "ჰოლმსუნდში“ თა­მა­შობ­და.

თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე ოთხჯერ იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წლის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად, არის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი. 2011 წლის 17 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ მიერ თასე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის მო­პო­ვე­ბის 30 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით 1981 წლის თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ სრულ შე­მად­გენ­ლო­ბა­სა და სამ­წვრთნე­ლო შტაბ­თან ერ­თად თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტის რა­ინ­დის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა.

  • "იმ­ხა­ნად თბი­ლი­სის "დი­ნა­მო“, ასე ვი­ტყო­დი, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი იყო“

- ფეხ­ბურთში იცით, რო­გორ არის? თა­ო­ბა უნდა გა­მოჩ­ნდეს, რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თე­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გუნ­დი რომ გყავ­დეს. 1 და 2 ფეხ­ბურ­თე­ლი არა­ფერს ნიშ­ნავს, ვე­რა­ფერს მი­აღ­წევ. იმ პე­რი­ოდ­ში იყ­ვნენ ახალ­გაზ­რდა მწვრთნე­ლე­ბი - ახალ­კა­ცი, ნო­დია, კუ­ტი­ვა­ძე - ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის მწვრთნე­ლე­ბი დამ­ხვდნენ გუნდში. ასე­ვე დამ­ხვდა გე­ნი­ა­ლუ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბი - ყი­ფი­ა­ნი, ჩი­ვა­ძე, გუ­ცა­ე­ვი, ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი, მა­ჩა­ი­ძე. 5 კაცი - მე, შენ­გე­ლია, კოს­ტა­ვა, სვა­ნა­ძე და გა­ბე­ლია "ტორ­პე­დო­დან“ წა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს. იმ­ხა­ნად თბი­ლი­სის "დი­ნა­მო“, ასე ვი­ტყო­დი, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი იყო. გუნდში მოხ­და კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის შერ­წყმა, ამი­ტომ იყო წარ­მა­ტე­ბე­ბიც. მა­შინ უცხო­ეთ­ში სა­თა­მა­შოდ ვერ მი­დი­ო­დი, ჩა­კე­ტი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მა­შინ ეს დრო რომ გვქო­ნო­და, 1981 წელი აღარ იქ­ნე­ბო­და.

13 მა­ი­სი - ეს იყო ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის და ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის დიდი გა­მარ­ჯვე­ბა, მოვ­ლე­ნა და კარ­გია, რო­დე­საც ამის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე ხარ. მატ­ჩის შემ­დეგ სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნემ, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობ­დით, მა­გა­რი პურ­მა­რი­ლი იკის­რა, ფეხ­ბურ­თის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო, თან ჩემ­პი­ო­ნე­ბი გავ­ხდით და პა­ტი­ვად ჩათ­ვა­ლა, მის სას­ტუმ­რო­ში რომ ვცხოვ­რობ­დით. მე­პატ­რო­ნემ მთე­ლი ღამე გვა­ქე­ი­ფა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი გუნ­დის მე­ტო­ქე­ე­ბი ვი­ყა­ვით. თბი­ლის­ში 2 დღის შემ­დეგ ჩა­მო­ვე­დით, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი თით­ქმის თვითმფრი­ნა­ვის ტრა­პი­დან გვხსნიდ­ნენ, ვერ ვი­გებ­დით, ვინ ვის იტა­ტებ­და ხელ­ში, სას­წა­უ­ლი ხდე­ბო­და... თბი­ლის­ში ვიგ­რძე­ნით, რომ თასი გვქონ­და მო­გე­ბუ­ლი. მერე ის ჩა­ნა­წე­რე­ბი ვნა­ხეთ, რა აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა ჩვენს გა­მარ­ჯვე­ბას, რა დღე­ში ყო­ფი­ლან გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი თბი­ლის­ში - "დი­ნა­მოს“ სტა­დი­ონ­ზე, ქუ­ჩებ­ში... ყვე­ლა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, ქო­მა­გებს ამ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლი რომ მი­ვა­ნი­ჭეთ. ბედ­ნი­ე­რი ხალ­ხი ვართ, ამას რომ მი­ვაღ­წი­ეთ. უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და მეტი წარ­მა­ტე­ბა გვქო­ნო­და... 1981 წლის მერე, ყო­ვე­ლი წლის 13 მა­ისს ვიკ­რი­ბე­ბით თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი და აღ­ვნიშ­ნავთ, რო­გორც სა­ჭი­როა. სამ­წუ­ხა­როდ, სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა აღარ გვყავს - ყი­ფი­ა­ნი, შენ­გე­ლია, და­რა­სე­ლია და ან­დღუ­ლა­ძე გა­მოგ­ვაკ­ლდა და მათ გა­რე­შე გვი­წევს ზე­ი­მი.

  • "ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია“

- იმე­დი მაქვს, კი­დევ მოგ­ვე­ცე­მა ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თით ტკბო­ბის შან­სი. სა­ერ­თოდ, ფეხ­ბურთს ახა­სი­ა­თებს აღ­მას­ვლა და დაღ­მას­ვლაც... ახლა ისე­თი კარ­გი ბი­ჭე­ბი მო­დი­ან - კვა­რა­ცხე­ლია, და­ვი­თაშ­ვი­ლი, მი­ქა­უ­ტა­ძე, მა­მარ­დაშ­ვი­ლი და სხვე­ბი, იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი გაჩ­ნდა, მჯე­რა, რომ ეს ბი­ჭე­ბი და სხვაც ბევ­რი, ფეხ­ბურთში თა­ვის სი­ტყვას იტყვი­ან. სხვა­თა შო­რის, სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლებ­ში ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ იმა­ტა, მსურ­ვე­ლე­ბის დიდი ნა­კა­დია, რაც მა­ხა­რებს. ვფიქ­რობ, ფეხ­ბურ­თის საქ­მე სი­კე­თის­კენ შე­მოტ­რი­ალ­დე­ბა.

ფეხ­ბურ­თის აღ­მას­ვლა და წარ­მარ­ტე­ბა მარ­ტო თა­ო­ბა­ზეც არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა, მწვრთნე­ლე­ბის რო­ლიც დი­დია, მაგ­რამ ერ­თად თუ არ მოხ­ვდნენ ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, გუნ­დის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა გა­ჭირ­დე­ბა. ღმერ­თს ვთხოვ, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის კი­დევ უფრო მეტი წარ­მა­ტე­ბა გა­მე­გოს. დიდი გა­მარ­ჯვე­ბა ახლა ის იქ­ნე­ბა, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რომ გავა - ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, ბოლო შე­დე­გებს თუ შევ­ხე­დავთ, ამის დიდი შან­სი გვაქვს. ნაკ­რებს მწვრთნე­ლიც კარ­გი ჰყავს, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც - შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ამი­ტომ წარ­მა­ტე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია.

მა­ხა­რებს, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ფეხ­ბურთს, რო­გორც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის, ისე სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან და არა მარ­ტო ფეხ­ბურთს, სხვა სპორ­ტსაც. ახლა რომ გვაქვს დახ­მა­რე­ბა, ასე­თი ამ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მახ­სენ­დე­ბა - შენ­დე­ბა სტა­დი­ო­ნე­ბი, სპორტდარ­ბა­ზე­ბი, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა. ამი­ტომ ვფიქ­რობ, შე­დე­გიც კარ­გი იქ­ნე­ბა.

  • "ხვი­ჩა არის მოვ­ლე­ნა“

- ისე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლი და კაცი, რო­გო­რიც ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­აა, რო­გორ უნდა გა­აკ­რი­ტი­კოს კაც­მა, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. 22 წლის ბიჭი წა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან და ამ­ხე­ლა გუნდში ვარ­სკვლა­ვია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მას­ზე ვინ­მემ რამე თქვას... ეს ფეხ­ბურ­თია და ყვე­ლა თა­მაშ­ში გოლს ვერ გა­ი­ტან. ხვი­ჩა უნი­ჭი­ე­რე­სი ბი­ჭია და მგო­ნია, ქარ­თვე­ლებს ბოლო დროს არც გვყო­ლია ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლი, მისი დიდი იმე­დი მაქვს, მჯე­რა, დიდ კვალს და­ტო­ვებს ფეხ­ბურთში. რო­გორც ჩანს, ეს ბიჭი თა­ვის თავ­ზე აქ ბევ­რს მუ­შა­ობ­და, თო­რემ ასე უცებ ასეთ გუნდში ასეთ დო­ნე­ზე ვერ ითა­მა­შებ. ხვი­ჩა არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ახალ­გაზ­რდა ბი­ჭია და ძა­ლი­ან უყ­ვარს ფეხ­ბურ­თი, ვი­ტყო­დი, რომ ეს არის მოვ­ლე­ნა. ვუ­ლო­ცავ მას ჩემ­პი­ო­ნო­ბას, "ნა­პო­ლის“ სკუ­დე­ტოს მო­პო­ვე­ბა­ში ხვი­ჩამ ყვე­ლა­ზე დიდი როლი ითა­მა­შა. ეს ბიჭი სე­რია ა-ს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლია. მე კი არა, მთე­ლი იტა­ლია ამას ამ­ბობს. რა­საც ვუ­ყუ­რე, ხვი­ჩა სა­უ­კე­თე­სო იყო მთელ გუნდში.

  • "ის ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი გუნ­დი იყო და ასე დარ­ჩე­ბა“
ზაურ სვა­ნა­ძე, თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე, რა­მაზ შენ­გე­ლია

- ქუ­თა­ის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ჩემს უბანს ჭომა ჰქვია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "დი­ნა­მო­შიც“ და სსრკ-ს ნაკ­რებ­შიც "ჭომას" მე­ძახ­დნენ, დღემ­დე შე­მომ­რჩა ეს მეტ­სა­ხე­ლი... 10 წლი­სა ჩემი სურ­ვი­ლით შე­ვე­დი ფეხ­ბურთზე, თა­მა­ში და­ვი­წყე ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს“ ბავ­შვთა სკო­ლა­ში. 17 წლი­დან "ტორ­პე­დო­ში“ ვთა­მა­შობ­დი, დუბ­ლებ­ში. 5 წლის შემ­დეგ თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში“ გად­მო­ვე­დი (1978-88 წლებ­ში ვთა­მა­შობ­დი), ამ გუნ­დის­თვის არ მი­ღა­ლა­ტია, ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი გუნ­დი იყო და ასე დარ­ჩე­ბა. როცა ფეხ­ბურთზე შევ­დი­ო­დი, ვნატ­რობ­დი - ნე­ტაი, ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დო­ში“ მა­თა­მა­შა-მეთ­ქი, მერე იქ რომ მოვ­ხვდი, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა და ვი­ნატ­რე - ნე­ტაი, "დი­ნა­მო­ში“ მოვ­ხვდე­ბო­დე-მეთ­ქი. იქაც მოვ­ხვდი და მერე გა­მე­ზარ­და ოც­ნე­ბე­ბი - ნეტა, სსრკ-ს ნაკ­რებ­ში და­მი­ძა­ხონ-მეთ­ქი და, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იქაც და­მი­ძა­ხეს (იცი­ნის), ასე აგის­რულ­დათ ყვე­ლა­ფე­რი... ნაკ­რებ­ში 8 წე­ლი­წა­დი ვი­ყა­ვი და 55 თა­მა­ში ვი­თა­მა­შე. ნა­თა­მა­შე­ბი მაქვს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ევ­რო­პა და ოლიმ­პი­ა­და, რაც კი დიდი ტურ­ნე იყო, ყვე­ლა­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ყვე­ლა­ზე დიდ გუნ­დურ წარ­მა­ტე­ბად მა­ინც თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში“ 1981 წელს ვთვლი, ხოლო სსრკ-ს ნაკ­რებ­ში - 1988 წელს, ვერ­ცხლის მე­და­ლი რომ ავი­ღეთ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და ოლიმ­პი­ა­და რომ მო­ვი­გეთ მოს­კოვ­ში.

  • "ოჯახ­ში სამი თენ­გო ვართ და სა­მი­ვე ფეხ­ბურ­თით ვსაზ­რდო­ობთ“
შვილ­თან ერ­თად

- იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თუმ­ცა არას­დოს მი­მუ­შა­ვია პრო­ფე­სი­ით, ფეხ­ბურთში დავ­რჩი, ბო­ლომ­დე მას მი­ვუ­ძღვე­ნი ცხოვ­რე­ბა. ვი­ტყო­დი, რომ იუ­რის­ტო­ბა მა­ინც და­მეხ­მა­რა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტამ­დე ქუ­თა­ი­სის პე­და­გო­გი­ურ­ში ფი­ზკულ­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლეც ინ­სტი­ტუ­ტში გა­ვი­ცა­ნი, ორი­ვე­ნი ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი ვართ. 23 წლის და­ვო­ჯახ­დი, ერთი ვაჟი და 2 შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს. ოჯახ­ში სამი თენ­გო ვართ - შვი­ლიც და შვი­ლიშ­ვი­ლიც ჩემი მო­სა­ხე­ლეა და სა­მი­ვე­ნი ფეხ­ბურ­თით ვსაზ­რდო­ობთ. ვაჟი - თენ­გოც ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და, დუბ­ლე­ბამ­დე მი­ვი­და "დი­ნა­მო­ში“, მერე თა­მაშს შე­ეშ­ვა და ახლა ერ­თად ვმუ­შა­ობთ ჩემს აკა­დე­მი­ა­ში. შვი­ლიშ­ვილს უფრო დიდი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს ფეხ­ბურთში, თენ­გო 16 წლი­საა და ისიც ჩემ­თან, აკა­დე­მი­ა­ში თა­მა­შობს. ის ძალ­ზე ნი­ჭი­ე­რია, ჩემ­ზე უკე­თე­სი ფეხ­ბურ­თე­ლი დად­გე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე ასე მგო­ნია. ღმერ­თმა თა­მა­შის ნიჭი თუ არ მოგ­ცა, რაც უნდა ივარ­ჯი­შო, არა­ფე­რი გა­მო­ვა.

შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

  • "ამით ვცხოვ­რობ კი არა, - ვსუნ­თქავ“

- 33 წლის ვი­ყა­ვი, ფეხ­ბურთს თავი რომ და­ვა­ნე­ბე. მე და რა­მაზ შენ­გე­ლია 1 წლით შვე­დეთ­ში წა­ვე­დით სა­თა­მა­შოდ. იქი­დან ჩა­მოს­ვლას სსრკ-ს დაშ­ლა და­ემ­თხვა და მერე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ამის შემ­დეგ ვი­მუ­შა­ვე ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად, თბი­ლი­სის ნორჩ "დი­ნა­მო­ში“ და­ვი­წყე მწვრთნე­ლო­ბა. მერე ჩემი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ავი­ღეთ ტე­რი­ტო­რია და დი­ღომ­ში და­ვა­არ­სე ბავ­შვთა ფეხ­ბურ­თის აკა­დე­მია (ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კის წინ). 20 წე­ლი­წა­დია, მას ვხელ­მძღვა­ნე­ლობ. მარ­ცვა­ლა­ძე, კვირ­კვე­ლია, ჩაბ­რა­ძე, კვა­ხა­ძე, ბეჭ­ვა­ია, დე­მეტ­რა­ძე, ჭე­ლი­ძე და სხვე­ბი, ყვე­ლა ჩვე­ნი გა­მოზ­რდი­ლია. ყვე­ლა­ზე დი­დე­ბის, 20 წლამ­დე ბი­ჭე­ბის გუნ­დი გვყავს. ჩვენ ფეხ­ბურ­თე­ლებს ვზრდით და თუ ნი­ჭი­ე­რი მო­თა­მა­შეა, სხვა­დას­ხვა კლუ­ბებ­ში ვუშ­ვებთ...

ჩემ­თვის გა­ტა­ცე­ბაც, საქ­მეც, სამ­სა­ხუ­რიც, სიყ­ვა­რუ­ლიც ყვე­ლა­ფე­რი ფეხ­ბურ­თია - დი­ლი­დან-სა­ღა­მომ­დე ფეხ­ბურთში ვარ და ამით ვარ­სე­ბობ. ფეხ­ბურ­თის გარ­და, არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს, ამით ვცხოვ­რობ კი არა, - ვსუნ­თქავ.