რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ მონცასთან მატჩში

რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ  მონცასთან  მატჩში

სერია A-ს 35-ე ტურში "ნაპოლი" "მონცას" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. "პარტენოპეის" ქართველი გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, "კვარა" მოედანზე" 46-ე წუთიდან გამოჩნდა, თუმცა თავი საგოლე მოქმედებით ვერ გამოიჩინა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 6.7 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 6.2 ქულა დაუწერა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 40 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.