ოსიმენის ახალი, ძალიან მკაცრი მოთხოვნა ნაპოლის - რა შემთხვევაში დარჩება ნიგერიელი

ოსიმენის ახალი, ძალიან მკაცრი მოთხოვნა ნაპოლის - რა შემთხვევაში დარჩება ნიგერიელი

იტალიური "ნაპოლის" ცენტრფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის აგენტმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობა გააჟღერა.

აგენტმა RAI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნიგერიელი ფეხბურთელი დიეგო მარადონას სახელობის არენაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ "პარტენოპეის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს მიიღებს და წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დასთანხმდება ამ პირობას ნეაპოლელთა პრეზიდენტი, აურელიანო დე ლაურენტისი.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენი "ნაპოლის" წლევანდელი წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია. ვიქტორით ინტერესდებიან ისეთი გრანდები, როგორებიც "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" არიან.