ცხინვალში, შშმ პირი უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა, ყოფილმა პატიმარმა მოკლა, რომელიც ფრონტზე "ვაგნერის" რიგებში იბრძოდა - პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფებამ მისი გამართლება სცადა

ცხინვალში, შშმ პირი უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა, ყოფილმა პატიმარმა მოკლა, რომელიც ფრონტზე "ვაგნერის" რიგებში იბრძოდა - პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფებამ მისი გამართლება სცადა

გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცხინ­ვალ­ში, სო­ფელ დმე­ნი­სის მცხოვ­რე­ბი, 38 წლის სოს­ლან ვა­ლი­ე­ვი მოკ­ლეს. მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც, რო­გორც ირ­კვე­ვა, შშმ პირი იყო, და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ცხინ­ვა­ლის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი სი­უ­კა­ე­ვია, რო­მე­ლიც ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე "სამ­ხრეთ ოსე­თის“ ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა ალან გაგ­ლო­ევ­მა სა­გან­გე­ბო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ბრალ­დე­ბუ­ლი კერ­ძო სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბის "ვაგ­ნე­რის" ყო­ფი­ლი წევ­რია, რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც "პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლად" წო­დე­ბუ­ლი ევ­გე­ნი პრო­გო­ჟი­ნია.

ის ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო და ცხინ­ვალ­ში უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტი­დან სულ ახალ­ხან დაბ­რუნ­და.

"სი­უ­კა­ე­ვი "ვაგ­ნერ­ში" სა­პა­ტიმ­რო­დან მოხ­ვდა, სა­დაც 2014 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს. ის დონ­ბას­ში საბ­რძოლ­ვე­ლად მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და", - ვკი­თხუ­ლობთ "ტე­ლეგ­რამ-არ­ხებ­ზე" გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მომ­ხდარს გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ვაგ­ნე­რი", რო­მელ­მაც სცა­და გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა სი­უ­კა­ე­ვის ქმე­დე­ბა. მათი ცნო­ბით, აწ­გარ­დაც­ვლი­ლი ვა­ლი­ე­ვი "ხში­რად იყო ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ და ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, უცენ­ზუ­რო გა­მოთ­ქმე­ბით შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და მო­ქა­ლა­ქე­ებს".

"ვა­ლი­ე­ვი მი­ვი­და მან­ქა­ნას­თან, რო­მე­ლიც ლე­ნი­ნის ქუ­ჩა­ზე იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი და ამ ავ­ტო­მო­ბი­ლის მგზავ­რე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც მათ დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თეს გამ­ვლელ სი­უ­კა­ევს, რო­მელ­მაც ისი­ნი და­იც­ვა. კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად სი­უ­კა­ევ­მა ვა­ლი­ევს რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და­ნით, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა", - ვკი­თხუ­ლობთ პრო­გო­ჟი­ნის პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

თუმ­ცა ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, სოს­ლან ვა­ლი­ე­ვი, მეტ­სა­ხე­ლად, "ცუგ­რი" კე­თი­ლი და უწყი­ნა­რი ადა­მი­ა­ნი იყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ვაგ­ნერ­მა" პა­ტიმ­რე­ბის რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში წაყ­ვა­ნა აქ­ტი­უ­რად გა­სუ­ლი წლის ზა­ფხუ­ლი­დან და­ი­წყო. მათი ზუს­ტი რი­ცხვი უც­ნო­ბია, თუმ­ცა მათ­გან ბევ­რი და­ი­ღუ­პა ფრონტზე, გა­დარ­ჩე­ნი­ლებს პრი­გო­ჟი­ნი დაჰ­პირ­და, რომ 6 თვე­ში შე­ი­წყა­ლებ­დნენ. ცნო­ბი­ლია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბი ომი­დან მარ­თლაც დაბ­რუნ­დნენ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლას. მათ შო­რის იყო ბრალ­დე­ბუ­ლი სი­უ­კა­ე­ვიც. პრი­გო­ჟი­ნის მტკი­ცე­ბით, მათ­გან გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვე­ბი ძა­ლი­ან ცო­ტაა, თუმ­ცა ამის თა­ო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს.