პესკოვის ვაჟი სისასტიკით ცნობილი "ვაგნერის" რიგებშია და უკრაინაში იბრძვის: რას ამბობს ნიკოლაი პესკოვი, რომელიც ადრე მობილიზაციას "თავს არიდებდა"

პესკოვის ვაჟი სისასტიკით ცნობილი "ვაგნერის" რიგებშია და უკრაინაში იბრძვის: რას ამბობს ნიკოლაი პესკოვი, რომელიც ადრე მობილიზაციას "თავს არიდებდა"

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდივ­ნის დი­მიტ­რი პეს­კო­ვის ვაჟ­მა, ნი­კო­ლა­იმ, "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­დას“ კო­რეს­პონ­დენ­ტთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა სა­ო­მარ ზო­ნა­ში, "ვაგ­ნე­რის" რი­გებ­ში მსა­ხუ­რო­ბის შე­სა­ხებ.

ნი­კო­ლაი პეს­კო­ვის თქმით, სა­ო­მარ ზო­ნა­ში წას­ვლა მისი პი­რა­დი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. "ჩემ მო­ვა­ლე­ო­ბად მი­ვიჩ­ნიე. უბ­რა­ლოდ უნდა მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა", - ამ­ბობს ის.

ნი­კო­ლაი ჰყვე­ბა, რომ რო­დე­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, მა­მას მი­მარ­თა, რათა "ვაგ­ნერ­თან" და­კავ­ში­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბო­და. ნი­კო­ლა­ის თქმით, მა­მამ მხა­რი და­უ­ჭი­რა მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, "შე­წუხ­და ისე­ვე, რო­გორც მთე­ლი ოჯა­ხი."

”ჩვენ ყვე­ლა­ნი შე­ვიკ­რი­ბეთ. რო­დე­საც ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ვა­ცხა­დე, ყვე­ლამ მხა­რი და­მი­ჭი­რა. მკი­თხეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი თუ არა და მეს­მო­და თუ არა, სად მივ­დი­ო­დი - რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე: "დიახ,“ მათ მი­თხრეს: "წინ“.

პეს­კო­ვის უფ­როს­მა ვაჟ­მა გან­მარ­ტა, რომ მას "ვაგ­ნე­რის" შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ მა­შინ ეს­მო­და, რო­დე­საც სამ­ხედ­რო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სი­რი­ა­ში იბ­რძოდ­ნენ: "ეს რა­ღაც ფან­ტას­ტი­კურ ფილ­მად მეჩ­ვე­ნე­ბო­და. ამ დროს რე­ა­ლო­ბა იყო“, - ამ­ბობს ნი­კო­ლაი.

ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნი­კო­ლაი მუ­შა­ობ­და არ­ტი­ლე­რის­ტად, სხვა სა­ხე­ლი - მის­მა არც ერ­თმა კო­ლე­გამ არ იცო­და, რომ ის იყო რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდივ­ნის ვაჟი. პეს­კო­ვის ვაჟ­მა დას­ძი­ნა, რომ ის "გი­ჟუ­რად ამა­ყობს" თა­ვი­სი ვაგ­ნე­რე­ლე­ბის ოჯა­ხით.

  • ცნო­ბის­თვის, გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა ნი­კო­ლა­ის და­უ­რე­კეს, გა­ეც­ნენ რო­გორც სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვი­სა და გაწ­ვე­ვის ოფი­სის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და შეს­თა­ვა­ზეს, მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში კო­მი­სა­რი­ატ­ში მი­სუ­ლი­ყო. რა­ზეც ნი­კო­ლა­იმ უპა­სუ­ხა: "თქვენ უნდა გეს­მო­დეთ, რომ მე ვარ ბა­ტო­ნი პეს­კო­ვი და სწო­რი არ არის ჩემი იქ ყოფ­ნა. მოკ­ლედ, ამას სხვა დო­ნე­ზე გა­დავ­წყვეტ", - ასე უპა­სუ­ხა პეს­კოვ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს, თუმ­ცა ახლა ამ­ბობს, რომ რო­დე­საც და­უ­რე­კეს, ის უკვე "ვაგ­ნერ­ში" წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და.