"ნაპოლი" შესაძლოა, იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად 2 მაისს გახდეს

"ნაპოლი" შესაძლოა, იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად 2 მაისს გახდეს

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" იტალიის ჩემპიონობის გასაფორმებლად 9 ქულა ესაჭიროება. ეს მოცემულობა მას შემდეგ დადგა, რაც გუშინ "ლაციო" საკუთარ მოედანზე "ტორინოსთან" 0:1 დამარცხდა.

ახლა "ბიანკოჩელესტის" 61 ქულა აქვს, თუ სერია A-ს დარჩენილ 7 ტურში იმარჯვებს, მაქსიმუმ 82 ქულას მოაგროვებს.

მოგეხსენებათ, "იუვენტუსს" 15 ქულა დაუბრუნეს, რის მიხედვითაც, ახლა ტურინელებს 59 ქულა აქვთ მოგროვილი, ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგების შემთხვევაში კი 83 ქულას უწევს. (რა თქმა უნდა, ეს ვეღარ მოხდება, თუ დღეს დამარცხდებიან).

ახლა "ნაპოლიზეც" ვთქვათ... სპალეტის ბიჭები ამჟამად 75 ქულას უყრიან თავს, თუ

ისინი მომდევნო 3 მატჩს "ლაციოსთან", ხოლო "ვეკია სინიორასთან" მიუწვდომლობისთვის 2 შეხვედრას მოიგებენ, ნებისმიერ შემთხვევაში კონკურენტები ვერ დაეწევიან.

ანუ, "პარტენოპეის" მაქსიმუმ 9 ქულა ესაჭიროება, რათა ნანატრი სკუდეტო მოიპოვოს. დღეს ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები "იუვენტუსს" სტუმრობენ, 29 აპრილს სახლში "სალერინტანას" ეთამაშებიან, 2 მაისს კი გასვლაზე "უდინეზეს" დაუპირისპირდებიან და თუ ამ სამივე მატჩში იმარჯვეს, უდინეში ჩემპიონობასაც გაიფორმებენ.