უხილავი ფრონტი: რუსეთ-უკრაინის კიბერომის ჯარისკაცები - როგორ მონაწილეობენ სამხედრო დაპირისპირებაში ჰაკერები ორივე მხრიდან?

უხილავი ფრონტი: რუსეთ-უკრაინის კიბერომის ჯარისკაცები - როგორ მონაწილეობენ სამხედრო დაპირისპირებაში ჰაკერები ორივე მხრიდან?

მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და­ი­წყო, სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ის ნა­წილ­მა კი­ბერ­სივ­რცე­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. BBC-ის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, კო­რეს­პონ­დენ­ტი ჯო ტა­ი­დი უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­და, სა­დაც აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ კონ­ფლიქ­ტის დროს ჰა­კე­რე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ სამ­ხედ­რო­ებ­თან, ჟურ­ნა­ლის­ტი მათ "ჰაქ­ტი­ვის­ტებს" უწო­დებს.

ალექ­სან­დრე ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში, ცენ­ტრა­ლურ უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს. მის სახ­ლში ვერ ნა­ხავთ ავეჯს, ტე­ლე­ვი­ზორს. სა­ძი­ნე­ბელ­ში ერთი სა­წო­ლი დგას, კუ­თხე­ში კომ­პი­უ­ტე­რი და მე­ო­რე მხა­რეს მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი. სწო­რედ ამ ბი­ნი­დან შეძ­ლო ალექ­სან­დრემ ასო­ბით რუ­სუ­ლი ვებ­სა­ი­ტის და­ჰაკ­ვა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბის პრო­უკ­რა­ი­ნუ­ლი ლო­ზუნ­გე­ბით "გა­ფორ­მე­ბა“ და ათე­უ­ლო­ბით ბან­კის მუ­შა­ო­ბის დრო­ე­ბით პა­რა­ლი­ზე­ბა. ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჰა­კე­რია უკ­რა­ი­ნის IT Army ჯგუ­ფი­დან. ეს არის მთე­ლი ქსე­ლი, რო­მელ­საც თით­ქმის 200 ათა­სი მო­ხა­ლი­სე ჰყავს Telegram-ში.

"გარ­კვე­ულ­წი­ლად, ჩვენ თავს ჯა­რის­კა­ცე­ბად ვგრძნობთ”, - აღი­ა­რებს ალექ­სან­დრე, ”რო­დე­საც ჩემი ქვე­ყა­ნა და­მი­ძა­ხებს და ავ­ტო­მატს მომ­ცემს, მე მზად ვიქ­ნე­ბი ამის­თვის, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ახ­ლაც, ჩემი ჰა­კე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს ვა­კე­თებ”.

ომის და­წყე­ბი­სას ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ალექ­სან­დრეს მსგავს "ჰაქ­ტი­ვის­ტებს“ შე­უძ­ლი­ათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლონ ამ კონ­ფლიქ­ტში, მაგ­რამ ჰა­კე­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბის რე­ა­ლუ­რი მას­შტა­ბე­ბი შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია: ჰა­კე­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი კი­ბერ ომში ორი­ვე მხრი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად უკ­რა­ი­ნა კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბის­გან თავს იცავს და­სავ­ლე­ლი სამ­ხედ­რო კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, რის­თვი­საც მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი თან­ხე­ბია გა­მო­ყო­ფი­ლი. თუმ­ცა, შუ­რის­მა­ძი­ებ­ლე­ბი ჰა­კე­რე­ბი­სა და სამ­ხედ­რო ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც სულ უფრო თვალ­სა­ჩი­ნოა.

უკ­რა­ი­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის კი­ე­ვის შტაბ-ბი­ნა­ში, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ქვეყ­ნის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა­ზე, ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ჟურ­ნა­ლისტს უთხრეს, რომ მათ ჰქონ­დათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ რუ­სე­თის ოფი­ცი­ო­ზი პირ­და­პირ თა­ნამ­შრომ­ლობს რუ­სულ ჰაქ­ტი­ვის­ტურ ჯგუფს Killnet-თან, რო­მელ­საც თით­ქმის 100 000 მიმ­დე­ვა­რი ჰყავს.

"რუ­სუ­ლი ჰა­კე­რუ­ლი ჯგუ­ფი Killnet-ი, თა­ვი­დან DDoS შე­ტე­ვე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ ახლა ისი­ნი უფრო კვა­ლი­ფი­ცი­ურ და ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს იყ­ვა­ნენ თა­ვი­ანთ რი­გებ­ში“, - ამ­ბობს უკ­რა­ი­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე.

მისი თქმით, ამ ჯგუ­ფებ­ში გა­მოჩ­ნდნენ სამ­ხედ­რო კონ­სულ­ტან­ტე­ბი და ახლა მათი თავ­დას­ხმე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტ ზი­ანს აყე­ნებს უკ­რა­ი­ნას. რუ­სე­თის სარ­დლო­ბა აერ­თი­ა­ნებს ყვე­ლა ამ "ჰაქ­ტი­ვის­ტურ" ჯგუფს უკ­რა­ი­ნი­სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კი­ბერ აგ­რე­სი­ის ერთ წყა­როდ. თუ ეს და­დას­ტურ­და, რუ­სე­თი შე­იძ­ლე­ბა დიდ უბე­დუ­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდეს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სამ­ხედ­რო შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თი ძი­რი­თა­დად ახორ­ცი­ე­ლებ­და მი­ზან­მი­მარ­თულ კი­ბერ­შე­ტე­ვებს უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე. თუმ­ცა, Killnet ჯგუ­ფი ახორ­ცი­ე­ლებ­და თავ­დას­ხმებს, უკ­რა­ი­ნის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და ქვეყ­ნის მო­კავ­ში­რე­ებ­ზეც.

ჟე­ნე­ვის კონ­ვენ­ცია, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია ომის დროს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის აქ­ტე­ბის შე­ზღუდ­ვის მიზ­ნით, კრძა­ლავს დარ­ტყმებს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მაგ­რამ იქ არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი კი­ბე­რომ­ზე. ამავდრო­უ­ლად, წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტი ამ­ტკი­ცებს, რომ ჟე­ნე­ვის კონ­ვენ­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­შიც უნდა გავ­რცელ­დეს და ჰოს­პი­ტალ­ზე კი­ბერ­შე­ტე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვად ჩა­ით­ვა­ლოს.

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ უპა­სუ­ხა BBC-ის კი­თხვებს, ამი­ტომ მათ პირ­და­პირ მი­მარ­თეს Killnet-ის ხელ­მძღვა­ნელს, მეტ­სა­ხე­ლად Killmilk-ს.

Killmilk-მა უარი თქვა პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უ­ზე, მაგ­რამ Telegram-ზე რამ­დე­ნი­მე კვი­რი­ა­ნი მი­მო­წე­რის შემ­დეგ, BBC - ის გა­უგ­ზავ­ნა ვი­დეო, რო­მელ­შიც გა­მო­ცე­მის კი­თხვებს პა­სუ­ხობს. ჩა­ნა­წერ­ში Killmilk აცხა­დებს, რომ მისი ჯგუ­ფის ჰა­კე­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ Killnet-ზე დღე­ში 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

Killmilk ამ­ტკი­ცებს, რომ ჯგუ­ფი მუ­შა­ობს რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლად და რომ ის თა­ვად არის "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი" და მუ­შა­ობს ქარ­ხა­ნა­ში უბ­რა­ლო მტვირ­თა­ვად. მისი თქმით, ჯერ კი­დევ ომამ­დე და Killnet-ის შექ­მნამ­დე, მან შექ­მნა კრი­მი­ნა­ლუ­რი ბიზ­ნე­სი პერ­სო­ნა­ლუ­რი DDoS შე­ტე­ვე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. თუმ­ცა, რო­დე­საც შეჭ­რა და­ი­წყო, გა­და­წყვი­ტა თავი მი­ე­ძღვნა უკ­რა­ი­ნი­სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის.

"სა­დაც არ უნდა ვიყო, ჩემი ლეპ­ტო­პი და ყვე­ლა­ფე­რი რაც მჭირ­დე­ბა, ყო­ველ­თვის ჩემ­თა­ნაა", - ამ­ბობს ის.

მა­შინ, როცა სხვა "ჰაქ­ტი­ვის­ტურ­მა" ჯგუ­ფებ­მა (რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია "ანო­ნი­მუ­სი") შე­ა­ჩე­რეს თავ­დას­ხმე­ბი რუ­სეთ­ზე, Killnet - პი­რი­ქით - გა­აქ­ტი­ურ­და და თა­ვი­სი ძა­ლის­ხმე­ვა და­სავ­ლეთ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა.

აღ­დგო­მის შა­ბათ-კვი­რას Killnet-ის ტე­ლეგ­რა­მის არხზე შე­იქ­მნა დრო­ე­ბი­თი ჯგუ­ფი KillNATO Psychos, რო­მელ­მაც სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მო­ი­პო­ვა ასო­ბით მიმ­დე­ვა­რი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა თავ­დას­ხმე­ბის სე­რია, რა­მაც შე­ა­ფერ­ხა ნა­ტოს რამ­დე­ნი­მე ვებგ­ვერ­დის მუ­შა­ო­ბა, ჯგუფ­მა ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ნა­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თე­ბის სია. მო­წო­დე­ბით: არ მის­ცენ მათ მშვი­დი ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ბრალ­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სუ­ლი "კი­ბერ­ჯა­რე­ბი" კრი­მი­ნა­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, არ აკ­ვირ­ვებთ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტებს, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ რუ­სეთს კი­ბერკრი­მი­ნა­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში.

თუმ­ცა, რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა წერს, მათ­მა ვი­ზიტ­მა უკ­რა­ი­ნა­ში აჩ­ვე­ნა, რომ სა­ზღვრე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ და კრი­მი­ნა­ლურ სტრუქ­ტუ­რებს შო­რის იქაც ბუნ­დო­ვა­ნია.

ერთი წლის წინ, როცა კი­ე­ვი თავ­დაც­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, რო­მან­მა სხვა მო­ხა­ლი­სე­ებ­თან ერ­თად და­ა­არ­სა ჯგუ­ფი IT Stand for Ukraine, რათა შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. დღეს ის უკვე სამ­ხედ­რო კი­ბერ­და­ნა­ყო­ფის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლია.

სა­ხალ­ხო შუ­რის­მა­ძი­ებ­ლის­გან ის გა­და­იქ­ცა პრო­ფე­სი­ო­ნალ სამ­ხედ­როდ. რო­მა­ნი აღი­ა­რებს, რომ სამ­სა­ხურ­ში გა­მო­ძა­ხე­ბამ­დეც კი, მისი ჰა­კე­რე­ბის ჯგუ­ფი უშუ­ა­ლოდ თა­ნამ­შრომ­ლობ­და უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან.

"და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც აკე­თებ­დნენ იგი­ვეს, რა­საც ჩვენ ვა­კე­თებ­დით და და­ვი­წყეთ ჩვე­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სინ­ქრო­ნი­ზა­ცია. მათ და­ი­წყეს და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ცე­მა და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რა და რო­დის გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა“, - ამ­ბობს ის.

რო­მა­ნი ამ­ბობს, რომ მისი გუნ­დის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა იყო მა­ტა­რებ­ლის ბი­ლე­თე­ბის გა­სა­ყიდ სის­ტე­მა­ზე სამ­ხრეთ რუ­სეთ­ში.

კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამან იმოქ­მე­დოს რუ­სეთ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მა­ნი მხრებს იჩე­ჩავს. სა­ჯა­როდ, თა­ვად უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი არა­სო­დეს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მსგავს კი­ბერ­შე­ტე­ვას.

რუ­სეთ­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­სა­წყი­სი­დან­ვე უკ­რა­ი­ნა მთე­ლი ძა­ლით ცდი­ლობ­და თავი დამ­ცველ მხა­რედ წარ­მო­ა­ჩი­ნოს და არა თავ­დამ­სხმე­ლად.

გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მელ­მაც შექ­მნა ტე­ლეგ­რამ-გუნ­დი ჯგუ­ფის­თვის IT Army of UkraineI, რომ­ლის წევ­რიც ოლექ­სან­დრეა, უკ­რა­ი­ნის ვიცე-პრე­მი­ე­რის, ინო­ვა­ცი­ე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრ მი­ხა­ილ ფე­დო­რო­ვის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მოქ­მე­დებს.

მი­ხა­ილ ფე­დო­რო­ვი

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ მათ არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქო­ნი­ათ "ჰაქ­ტი­ვის­ტე­ბის" ქსე­ლის მუ­შა­ო­ბას­თან. თა­ვად ფე­დო­რო­ვი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ჰა­კე­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას რუ­სე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტებ­ზე თავ­დას­ხმა­ში. მაგ­რამ ამა­ვე დროს, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ უკ­რა­ი­ნას აქვს "მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლის და­სა­ცა­ვად“.