რას ამბობს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი მკურნალი ექიმი

რას ამბობს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი მკურნალი ექიმი

"პატ­რი­არ­ქს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა არ დას­ჭირ­და-ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია", - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის პი­რად­მა ექიმ­მა, ცი­სა­ნა შარ­ტა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ექი­მი გან­მარ­ტავს, პატ­რი­არ­ქის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ნორ­მა­ლუ­რია.

"ცრუ ინ­ფორ­მა­ცია არის. არ დას­ჭირ­ვე­ბია სას­წრა­ფო. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ნორ­მა­ლუ­რია, სტა­ბი­ლუ­რი“, - აღ­ნიშ­ნავს ცი­სა­ნა შარ­ტა­ვა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს“, - და­წე­რა დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“.