"დღეს "კვარას" აცრემლიანებული თვალები მახსენდება და ამით ვამაყობ" - ცნობილი იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს

"დღეს "კვარას" აცრემლიანებული თვალები მახსენდება და ამით ვამაყობ" - ცნობილი იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ცნობილი იტალიური გამოცემის, Tuttonapoli-ს ვიცე-დირექტორი არტურო მინერვინი "პარტენოპეის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებული დარჩა და მასზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

"მილანთან" გამართულ ორივე მატჩში "კვარამ" მონდომება არ დააკლო. მეტოქეების წინააღმდეგ თამაში მარტოს უწევდა, რადგან მისი პარტნიორი ვიქტორ ოსიმენი არც ისე ხშირად იყო ხელმისაწვდომი.

კვარაცხელიამ ორმაგი დაცვა უფრო მეტჯერ გაარღვია, ვიდრე "სპარტაკმა". ქართველმა ერთ-ერთ ეპიზოდში "მილანის" კარს ბურთი სრულიად შემთხვევით ააცილა. შეუპოვარი და ამაყი ბიჭია. ერთხელ იტალიელმა კომპოზიტორმა ლუსიო დალამ ასეთი რამ თქვა: "როცა სილამაზეზე მესაუბრებიან, პირველი ნეაპოლი

მახსენდება" დღეს, მე კვარას აცრემლიანებული თვალები მახსენდება და ამით ვამაყობ" - წერს მინერვინი.