"კვარა" ყველაფერს შეძლებს... - ტურის მატჩი ხასიათზე მოსულ "იუვენტუსთან"...

"კვარა" ყველაფერს შეძლებს... - ტურის მატჩი ხასიათზე მოსულ "იუვენტუსთან"...

იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში კარგი აფიშა გვაქვს, რომელსაც სატურნირო ამბები, გარკვეულწილად, ჩრდილავდა, მოულოდნელად კი დიდი ინტრიგა დაბრუნდა. ტურინის "იუვენტუსს" ჩამოკლებული 15 ქულა დაუბრუნეს და ალეგრის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად სერიოზულ განაცხადს აკეთებს. ეს მილანურ კლუბებს, რომლებიც აქ ახლა ნახევარფინალში არიან, მომავალ წელს ამ ტურნირზე მოხვედრას ურთულებს, თუკი, რასაკვირველია, რომელიმემ უეფას მთავარ საკლუბო შეჯიბრებაზე წელს არ გაიმარჯვა. "იუვენტუსი" "ნაპოლის" კვირას, 23 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე უმასპინძლებს.

Sportall.Ge

ბოლო დროის ამბების გამო ნეაპოლური კლუბი კარგ ხასიათზე ვერაფრით იქნება, თუმცა ისინი ჩემპიონობასთან ისე

ახლოს არიან, ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ. ლუჩანო სპალეტის გუნდს ტრავმის გამო მარიო რუი, მატეო პოლიტანო და ჯოვანი სიმეონე დააკლდებიან, სხვა ცვლილებები კი მოთამაშეთა ფიზიკური ფორმიდან გამომდინარე უნდა იყოს. ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს განსაკუთრებული დაძაბვა არ სჭირდებათ, თავადაც მშვენივრად იციან, რომ გატანა ძალიან სჭირდებათ და ეს კარგ ხასიათზე მოიყვანთ. ნიგერიელმა "მილანის" კარი გვიან, მაგრამ მაინც აიღო, ჩვენებურს კი 19 მარტის შემდეგ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. "კვარა" ყველაფერს დაძლევს, ამის გვჯერა. "იუვენტუსთან" პირველი წრის დაპირისპირების წინაც საუბარი კრიზისზე იყო, ქართველმა გარემარბმა კი მონაწილეობა, ფაქტობრივად, ხუთივე გატანილ გოლში მიიღო.

Sportall.Ge

"იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე ძლიერი გუნდია. აბა, გასვლაზე მოპოვებული ქულებით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ძალიან დაძაბულ და საინტერესო შეხვედრას ველით.

"ნაპოლიმ" ამ სტადიონზე ბოლოს 2018 წელს მოიგო. იმ მატჩში მათგან ვინც მონაწილეობდა, ახლა ვერავინ ითამაშებს, მარიო რუი ტრავმირებულია, დანარჩენები კი ნეაპოლელთა რიგებში აღარ გამოდიან. მატჩს ფაბრი განსჯის.