სუდანში შეტაკებები გრძელდება: დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე გაიზარდა - ჯერჯერობით კიდევ ვერ ხერხდება სუდანში მყოფი საქართველოს 30-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია

სუდანში შეტაკებები გრძელდება: დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე გაიზარდა - ჯერჯერობით კიდევ ვერ ხერხდება სუდანში მყოფი საქართველოს 30-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია

სუ­დან­ში, სა­დაც ქვეყ­ნის არ­მი­ა­სა და გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ "სწრა­ფი მხარ­და­ჭე­რის ძა­ლებს შო­რის“ შე­ტა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 270-მდე, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის კი - 2 600-მდე გა­ი­ზარ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას "ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია“ ავ­რცე­ლებს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუ­და­ნის დე­და­ქა­ლაქ ხარ­ტუმ­ში სრო­ლის, აფეთ­ქე­ბე­ბის და სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის ხმა ის­მის. გა­ე­რო-ში აცხა­დე­ბენ, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა მათი და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თა­ნამ­შროლ­მე­ბის სახ­ლე­ბი და­არ­ბი­ეს.

გუ­შინ მხა­რე­ე­ბი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ზე შე­თან­ხმდნენ, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით სა­ღა­მოს 6 სა­ათ­ზე შე­ვი­და, მაგ­რამ გვი­ან ღა­მით შე­თან­ხმე­ბა და­ირ­ღვა და შე­ტა­კე­ბე­ბი გა­ნახ­ლდა.

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რის ტედ­როს გებ­რე­ი­ე­სუ­სის გან­ცხა­დე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რაც სუ­და­ნის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბამ­დე გა­უ­ნა­წი­ლეს, უკვე ამო­წუ­რუ­ლია, ახა­ლი ტვირ­თის მი­წო­დე­ბა კი აბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო, ვერ ხერ­ხდე­ბა.

მისი თქმით, აქვთ სა­გან­გა­შო ცნო­ბე­ბიც იმის შე­სა­ხებ, რომ ზო­გი­ერ­თი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­ძარ­ცვუ­ლია, ნა­წილს კი, სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბით იყე­ნე­ბენ.

ჯერ­ჯე­რო­ბით კი­დევ ვერ ხერ­ხდე­ბა სუ­დან­ში მივ­ლი­ნე­ბით მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს 30-ზე მეტი მოქალა­ქის ევა­კუ­ა­ცია. შე­გახ­სე­ნებთ, სუ­დან­ში იმ­ყო­ფე­ბა ავი­ა­კომ­პა­ნია MyWay Airlines-ის 13 და ავი­ა­კომ­პა­ნია Geosky-ის 20 თა­ნამ­შრო­მე­ლი - მფრი­ნა­ვე­ბი, ბორტგამ­ცი­ლებ­ლე­ბი, ინ­ჟინ­რე­ბი.

სუ­დან­ში და­პი­რის­პი­რე­ბა ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. არ­მი­ა­სა და გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბა "სწრა­ფი მხარ­და­ჭე­რის ძა­ლებს“ შო­რის ვერ ხერ­ხდე­ბა შე­თან­ხმე­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა გა­და­ვი­დეს ქვე­ყა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე. სუ­დანს სამ­ხედ­რო გე­ნერ­ლე­ბი მარ­თა­ვენ მას შემ­დეგ, რაც 2019 წელს, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ომარ ალ-ბა­ში­რი და­ამ­ხეს.