PREVIEW - ქართულ-ნიგერიული დუეტი მთელი ძალით უნდა ამოქმედდეს!..

PREVIEW - ქართულ-ნიგერიული დუეტი მთელი ძალით უნდა ამოქმედდეს!..

იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. კვირას, 14 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე უკვე სამგზის ჩემპიონი "ნაპოლი" "მონცას" ესტუმრება. ტიტულის გაფორმების მიუხედავად, ლუჩანო სპალეტის გუნდისგან მოტივირებულ და შედეგიან თამაშს ველით.

ლეგენდარული "მილანის" შემქნელების, სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის "მონცა" იტალიური ფეხბურთის ელიტას 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ამბიციურად დაუბრუნდა. უკვე მე-2 ტურში, 21 აგვისტოს, "დიეგო მარადონაზე" ისინი (0:4) განადგურდნენ, ხვიჩა კვარაცხელიამ კი იტალიურ კარიერაში ერთადერთი დუბლი სწორედ აქ შეასრულა. "ყოჩაღ, ქართველო!" - კვარაცხელია ჩვენს "გაგიჟებას" აპირებს..." - ასე გამოვეხმაურეთ მაშინ მატჩს. ხვიჩას

ახლა გოლი ცოტათი მოენატრა, კიდეც და იქნებ ეს ბრიანტეოში შეძლოს.

ამის შემდეგ, რაფაელ პალადინოს გუნდი ძალიან შეიცვალა, ტოლს არავის უდებს, "იუვენტუსი" და "ინტერიც" კი დაამარცხა და მთავარი მწვრთნელი "ოქროს სკამისთვის" ბრძოლაში სპალეტის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა.

Sportall.Ge

"მონცას" კარი მაშინ ვიქტორ ოსიმენმაც აიღო, რომელსაც ბომბარდირობის განსამტკიცებლად გოლები ჯერ კიდევ სჭირდება. ის ამ მატჩში ადამ ოუნასმა შეცვალა, რომელიც მალევე "ლილში" გადავიდა. ნიგერიელის ანგარიშზე 23 გოლია, ამაზე მეტი კი აქამდე სეზონში მხოლოდ სამს გაუტანია - კრიშტიანო რონალდო (31), გონსალო იგუაინი და რომელუ ლუკაკუ (24).  ქართულ-ნიგერიული დუეტი მთელი ძალით უნდა ამოქმედდეს!.. ზოგიერთი გამოცემა წერს, თუმცა ნაკლებად გვგონია, სპალეტიმ "კვარას" დასვენება კვლავ გადაწყვიტოს. ჩვენებურს საგოლე პასების დამატების მოტივაცია აქვს, სადაც 10 "ასისტით" ლიდერობს.

ნეპაოლელებს დარჩენილ ტურებში რამდენიმე ამოცანის გადაჭრა სურთ. პირველ რიგში, თუკი ოთხივე შეხვედრაში გაიმარჯვებენ, 95 ქულას დააგროვებენ, რაც ისტორიაში გამორჩეული შედეგია. მომდევნო ტურში
ისინი "ინტერს" მასპინძლობენ და თუ დაამარცხებენ, არ დარჩება მიმდინარე სეზონში მოწინააღმდეგე, რომლისთვისაც სპალეტის ბიჭებს ერთხელ მაინც არ მოეგოთ. ლუჩანოს გუნდს 26 მოგებაა აქვს, რაც ტოპლიგებში საუკეთესო მაჩვენებელია. ორიც და გუნდი თავის მიღწევას გაიმეორებს. მათ 17 გასვლითი მატჩიდან 14-ში 3 ქულა მოიპოვეს, 15 გამარჯვება კი სერია ა-ს ისტორიაში აქამდე მხოლოდ ორმა გუნდმა შეძლო.

Sportall.Ge

მარიო რუისა და ირვინგ ლოსანოსთვის სეზონი დასრულებულია. საინტერესოა, მატიას ოლივერა კვლავ ითამაშებს თუ მარცხენა მცველის პოზიციაზე გარკვეულ ინოვაციას ვიხილავთ (თუნდაც, ძერბინის), მატეო პოლიტანო კი, განსხვავებული იმიჯით, სასარტოში დაბრუნდება. ჯოვანი დი ლორენცო როტაციაში არასდროს ხვდება, "სამპდორიადან" შეძენილმა პოლონელმა, ბარტოს ბერეზინსკიმ კი მხოლოდ ერთხელ, თასზე ითამაშა (ახლა ველით). 2023 წელს სულ 8 წუთი დაეთმო ფრანგ კარიმ ზედადკას. საინტერესოა, კარს ისევ პიერლუიჯი გოლინი თუ დაიცავს (ნაკლებად გვგონია), რომელიც ალექს მერეტს არაფრით ჩამოუვარდება...

შეხვედრას ფრანსისკო კოსო განსჯის, რომელიც ნეაპოლელებს ბოლოს 16 ოქტომბერს, "ბოლონიასთან" (3:2) მოგებულ მატჩში მოემსახურა. ის მკაცრი არბიტრია, ხსენებულ დაპირისპირებაში კი კვარაცხელია - ოსიმენის შესანიშნავი კომბინაცია და გოლი ვნახეთ.