ჯუნტოლიმ იუვენტუსისთვის ახალი კვარაცხელია უნდა მოძებნოს - ეს პირველი მოთხოვნა იქნება

ჯუნტოლიმ იუვენტუსისთვის ახალი კვარაცხელია უნდა მოძებნოს - ეს პირველი მოთხოვნა იქნება

ტურინში დარწმუნებულები არიან, რომ „ნაპოლის“ სკუდეტოს ერთ-ერთი არქიტექტორი და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის გამჩარხავი კრისტიან ჯუნტოლი 1-ელ ივლისს „იუვენტუსის“ ოფისში ახალი სპორტული დირექტორის რანგში შეაბიჯებს. ამისათვის მან ნეპოლურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულება უნდა გაწყვიტოს.

Corriere dello Sport-ის, Calciomercato-ს და Tuttosport-ის ყოფილი რედაქტორი ხავიერ იაკობელი Sportitalia-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ ჯუნტოლის „იუვეში“ დიდი სამუშაო ელის: ფინანსური საკითხების მოგვარება, ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირება, საკადრო პრობლემების გადაჭრა და ა.შ.

იაკობელი თვლის, რომ პირველ რიგში კლუბის მფლობელი ჯონ ელკანი ჯუნტოლის ახალი კვარაცხელიას მოძებნას მოსთხოვს.